„დაიცავი ბათუმის ბულვარი“-ს წევრები საქართველოს კულტურის მინისტრსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავენ

546

სამოქალაქო მოძრაობა „დაიცავი ბათუმის ბულვარი“-ს წევრები საქართველოს კულტურის მინისტრსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავენ. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

სთხოვენ, ბულვარში გამოცხადებული მორატორიუმი „ამბასადორ ბათუმზეც“ გავრცელდეს, უკიდურეს შემთხვევაში კი ინვესტორთან, ადგილმონაცვლეობის ინსტრუმენტი გამოიყენონ. ვიდრე დაგეგმილი 19 სართული არ აგებულა, სამოქალაქო მოძრაობის წევრები, მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას სთხოვს ადგილობრივ ხელისუფლებასაც. შეგახსენებთ, ბათუმში ბულვარზე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, განაშენიანებისა და კონსერვაციის გეგმის დამტკიცებამდე, სრული მორატორიუმია გამოცხადებული, რომელიც „ამბასადორ ბათუმზე“ არ ვრცელდება.