გორში, სპორტის სააგენტომ გასულ წელს 4 მანქანის შენახვას 100 ათას ლარზე მეტი მოახმარა

340

გორში, სპორტის სააგენტომ პანდემიის პერიოდში 86 922 ლარის საწვავი შეიძინა, აქედან 44 262 ლარის – უწყების ბალანსზე არსებული 4 მანქანისთვის იყო გათვალისწინებული დანარჩენი თანხა კი, დიზელის შეძენას მოხმარდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

სააგენტომ 2020 წელს თანხა მანქანების მოვლა-შენახვისთვისაც დახარჯა.

Lexus, Mersedes benz, Ford Transit, Mersedes benz sprinter-ზე დახარჯულმა თანხამ საწვავის გარდა, 14281 ლარი შეადგინა.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, სპორტის სააგენტომ მანქანების საწვავსა და მოვლა შენახვისთვის ჯამში 101 203 ლარი დახარჯა.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული სააგენტო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წელს 1 მლნ 943 ათასი ლარით დაფინანსდა.