კახა კუჭავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

843

86 ხმა 6-ის წინააღმდეგ — კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” კახა კუჭავა მას შემდეგ წარადგინა, რაც არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა.

თალაკვაძემ წასვლის მიზეზად ის დაასახელა, რომ აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკებების პროცესში როგორც მხარე, პარლამენტის თავმჯდომარე კი მიუკერძოებელი უნდა იყოს. კობახიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თალაკვაძემ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი არჩილ თალაკვაძემ 24 აპრილს დატოვა. თალაკვაძეს ვიცე-სპიკერად აირჩევენ, რა თანამდებობაც მეათე მოწვევის პარლამენტში კახა კუჭავას ეკავა.