რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, რეგიონებში მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობის პროცესს გაეცნო. მინისტრის განცხადებით, პროექტის დასრულება წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
„გეგმის მიხედვით მიმდინარეობს მშენებლობა, პარალელურად კი კულტურის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ მუზეუმის შინაარსობრივ ნაწილზე. საექსპოზიციო სივრცეების გარდა, აქ იქნება საკონფერენციო, მულტიფუნქციური მედიათეკა, საცავები და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი პროექტის დასრულება, თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდი...
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დოკუმენტს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ, შპს “ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა და შპს „მანგანუმ ლოჯისტიკის“ დირექტორმა ნოდარ მიქაბერიძემ მოაწერეს ხელი.
მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის გაფორმების მიზანს, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა, მემორანდუმით განსაზღვრული პროექტების და შესასრულებელი სამუშაოების განხორციელება წარმოადგენს.
მემორანდუმის თანახმად, გათავალისწინებულია შემდეგი პროექტების და სამუშაოების განხორციელება:
დაზიანებული ტერიტორიების რეკულტივაცია; ახალი...
სამინისტრო ფერმერებს აფრთხილებს, რომ აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 20 მაისია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს აფრთხილებს, რომ აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2021 წლის 20 მაისია.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, დარიცხული ქულები გაუქმდება.
„აგროქულების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე myliberty.ge. ასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამა 2020 წლის 20 მაისს, ანტიკრიზული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს აგროქულები დაერიცხათ, რომელთა გამოყენებაც სპეციალიზებულ მაღაზიებში...
გლდანში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება.
"ამხანაგობის მომართვის საფუძველზე, ამორტიზებული სახურავის რეაბილიტაცია 16 მისამართზე მიმდინარეობს, რვა ლოკაციაზე კი, დასრულებულია. მათ შორისაა, გმირი კურსანტების III შესახვევის N2 კორპუსი და გლდანის მერვე მიკრორაიონის N23 კორპუსი.
რაიონის მასშტაბით, ამჟამად, ექვსი ლიფტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რვა მისამართზე კი, უკვე დასრულდა.
რვა კორპუსში ამორტიზებული წყალარინების შიდა და გარე ქსელი შეიცვალა, ექვს მისამართზე კი, ახლა...
დღეს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში რიგით მეორე სხდომა შედგა კომისიისა, რომელიც პრემიერის ახალი ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა.
მან პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის მეორე შეხვედრაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მასში ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი მონაწილეობდა და შერჩეული იქნა ადგილები, სადაც განახლებული პროექტები...
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "სინოფარმით“ აიცრა.
როგორც თელავის მერმა აღნიშნა, ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური გზაა კორონავირუსის დასამარცხებლად და მოსახლეობას აცრის ჩატარებისკენ მოუწოდა.
"დღესდღეობით, ერთადერთი და სწრაფი გზა, რათა შევაჩეროთ კოვიდპანდემია, არის ვაქცინაცია. მე დღეს ჩავიტარე აღნიშნული აცრა და მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, დროულად დარეგისტრირდნენ და აიცრან“, - განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ჭიზზ Aირ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს კიდევ 4 მიმართულებით განაახლებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მაისიდან ფრენები რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულები აღდგება.
საჰაერო გზით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა Pჩღ ტესტის ნეგატიური პასუხით, ან საზღვარზე კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლიათ. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ლიეტუვის სახელმწიფოში შესვლისას, იმ პირობების გარდა,...
ავარიული და მოუვლელი უბნები, დაზიანებული და სარეაბილიტაციო შენობები ძველ ბათუმში. ქალაქის ისტორიულ ნაწილში, თავდაპირველი იერსახე ყოველწლიურად იცვლება და ფაქტია, რომ მის შესანარჩულებლად არაფერი კეთდება. პრობლემა თვალშისაცემია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. მოქალაქეებთან ერთად საკითხზე ღიად საუბრობენ ხელისუფლების ოპონენტები და სამოქალაქო აქტივისტები. ფიქრობენ, რომ ძველი ბათუმი და მისი ისტორიული ღირებულებები მმართველი გუნდისთვის არაპრიორიტეტულია. ინფორმაციას TV 25 ავრცელებს.
ძველ ბათუმს, ის იერსახე რომ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საქათველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახებს სააღდგომოდ ნობათი გადასცა.
ადილობრივ თვითმმართველობას ათამდე ოჯახის სასაჩუქრე კალათის მომზადება 1 343.80 ლარი დაუჯდა. პროდუქტებები გამარტივებული წესით, შ.პ.ს. "კრალ–XXI-სგან" შეისყიდეს.
სააღდგომო ნობათში შედიოდა ფქვილი, ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, ლობიო, შაქარი, კვერცხი, პასკა, ღვინო, შოკოლადი, ჩაი და ნატურალური წვენი. აღნიშნული ნობათები ოჯახებს რამდენიმე დღის წინ გადაეცათ.
თანასწორობის პრინციპებთან თვითმმართველი ორგანოების სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შესაბამისობის სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მარნეულის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის წესიც მოხვდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
სპეციალურ ანგარიშში სახალხო დამცველი წერს, რომ აღნიშნული წესით, რომლის მიზანიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში ჩართვაა, სარგებლობა მხოლოდ შშმ პირის სტატუსის მქონე...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგიონებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე დასარეგისტრირებლად მოქალაქეების დასახმარებლად სტუდენტებთან მუშაობა მიმდინარეობს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ახალგარდებს ამისთვის შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდებათ და მათ სპეციალური მოწყობილობები ექნებათ.
„ვაქცინაციის პროცესში აქტიურად გვყავს ჩართული ადგილობრივი თვითმართველობები. ვფიქრობთ, რომ ეს არის მათი უშუალო პასუხისმგებლობა. მათთად ერთად ვმუშაობთ, ასევე ინტერნეტთან წვდომისა და რეგისტრაციის კომპონენტთან დაკავშირებით. ვმუშაობთ ახალგაზრდებთან, კერძოდ, სტუდენტებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი გახდნენ ვაქცინაციის ოფიცრები...
ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებული გვაქვს 6000 საწოლი“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არის რესურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში საწოლფონდის რაოდენობა გაიზარდოს.
"ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებული გვაქვს 6000 საწოლი, ასევე მობილიზებულია 10-ზე მეტი კლინიკური სასტუმრო, სადაც პაციენტები გადიან მკურნალობას. ამ ეტაპისთვის კლინიკაში იმყოფება 4000 პაციენტი. ვთვლით, რომ ეს დღევანდელი მაჩვენებლებისთვის საკმარისი რაოდენობაა. ასევე, არსებობს გარკვეული გეგმა, მონაცემების მატებასთან ერთად, გვაქვს რესურსი,...
„აწარმოე საქართველოში“ დახმარებით ამოქმედებულმა კიდევ ერთმა საწარმომ პროდუქციის ექსპორტზეგატანა ევროკავშირში დაიწყო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად, სამშენებლო მასალების საწარმოში "ფორმულა ქონსთრაქშენში“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, საწარმო უახლესი ტექნოლოგიებით, მანქანა-დანადგარებითა და ულტრათანამედროვე ლაბორატორიით არის აღჭურვილი.
მათივე ცნობით, საწარმო სხვადასხვა სახეობის მშრალ ნაზავს, წებო-ცემენტს, ბათქაშს, თვითსწორებად იატაკსა და სხვა...
აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ბათუმის მერიის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, კიდევ ერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
მათივე ცნობით, ბათუმის ბულვარის მოქმედ მოიჯარეებს ფართები, პანდემიის გათვალისწინებით,გასული წლის მსგავსად, წლის ბოლომდე, პირდაპირი წესით გადაეცემათ. მოიჯარეების 2021 წლის ხელშეკრულებაში, გასულ წელს არსებული ყველა პირობა უცვლელად შენარჩუნდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ფინანსთა და ეკონომკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში საოკუპაციო ძალებმა სამუშაოები განაახლეს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ადგილზე ახალი ხნული გაავლეს.
ფაქტს ადასტურებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მათივე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საზოგადოებაში ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით სანდოობა იზრდება. მინისტრი აღნიშნავს, რომ 5 მაისს იყო რეკორდული მაჩვენებელი, როცა 3 600-ზე მეტმა ადამიანმა ვაქცინის კუთვნილი დოზა მიიღო.
"ვაკვირდებით, რომ საზოგადოების მზაობა, მიმღებლობა და სანდოობა ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში იზრდება, რაც, რა თქმა უნდა, იყო მოსალოდნელია. მნიშვნელოვანია როგორც სამსახურეობრივი ჩართულობა, ასევე, ბიზნესსექტორის ჩართულობაც, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესში ჩართული თითოეული ადამიანი წარმოადგენს ეპიდსიტუაციისთვის მნიშვნელოვან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































