ავარიული და მოუვლელი უბნები ძველ ბათუმში

620

ავარიული და მოუვლელი უბნები, დაზიანებული და სარეაბილიტაციო შენობები ძველ ბათუმში. ქალაქის ისტორიულ ნაწილში, თავდაპირველი იერსახე ყოველწლიურად იცვლება და ფაქტია, რომ მის შესანარჩულებლად არაფერი კეთდება. პრობლემა თვალშისაცემია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. მოქალაქეებთან ერთად საკითხზე ღიად საუბრობენ ხელისუფლების ოპონენტები და სამოქალაქო აქტივისტები. ფიქრობენ, რომ ძველი ბათუმი და მისი ისტორიული ღირებულებები მმართველი გუნდისთვის არაპრიორიტეტულია. ინფორმაციას TV 25 ავრცელებს.

ძველ ბათუმს, ის იერსახე რომ აღარ აქვს, რაც ტურისტული ქალაქის ისტორიულ უბანს უნდა ჰქონდეს, ჩვენი კადრებიც ცხადყოფს. ამ ნაწილში, ბევრი ქუჩა და აქ არსებული ისტორიული შენობები მოუვლელი ან დაზიანებულია. ეზოები და სახლების ფასადი – ამორტიზებული. ისტორიული მნიშვნელობის შესანარჩულებლად ფაქტია, რომ არაფერი კეთდება. არადა, ვიზიტორები, ყველაზე ხშირად, ქალაქში, სწორედ, ძველ ბათუმს სტუმრობენ.

აქ, ყველაზე მეტად თვალშისაცემი, დაზიანებული რკინის ჯებირები და განათების ბოძებია. სახარბიელოდ, არც ტროტუარები გამოიყურება. ბათუმში მცხოვრებლებს, ისტორიული ნაწილის იერსახე არ მოსწონთ და ამბობენ, რომ მერია შესაბამის ყურადღებასა და ინტერესს, არ იჩენს.

ძველ ბათუმში არსებული პრობლემებდან, კიდევ, ერთი ფაქტი იკვეთება. აქ, სამშენებლო პროცედურებიც დაუსრულებლად. დასრულებული პროექტები კი, ისტორიული და ტურისტული მნიშვნელობის ნაწილის იერსახეს, უფრო და უფრო, ცვლის. ყურადღება არც, იმ შენობებს ექცევა, რომლებიც დიდი ხანია დაზიანებულია. მაგალითად ეს, სახლი რვა წლის წინ დაიწვა და ახლაც ამ მდგომარეობაშია.

ისტორიული უბნის პრობლემებს კარგად იცნობენ ოპოზიციაშიც. ლევან ანთაძე, ამბობს, რომ მერიისთვის, ძველი ბათუმის, იერსახე პრიორიტეტს არ წარმოადგენს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის მტკიცებით, სარეაბილიტაციოდ გამოყოფილ თანხებს, პასუხისმგებელი პირები, პრემია-დანამატებში ხარჯავენ.

მმართველ გუნდს, აკრიტიკებენ სამოქალაქო აქტივისტებიც. ირმა ზოიძე ამბობს, რომ ქალაქის საჭიროებები მერიისთვის პრიორიტეტული არაა. ზოიძის თქმით, თავის დროზე, უწყებაში სპეციალურად შექმნილი ჯგუფი, რომელსაც ისტორიული ნაწილისთვის იერსახის შენარჩუნებაზე უნდა ეზრუნა, წლებია არაფერს აკეთებს.

კითხვებზე საპასუხოდ მმართველმა გუნდმა, იმ მიზეზით ვერ მოიცალა, რომ სადღესასწაულო კვირაა. ბათუმის მერიის პრესსამსახურმა წერილობით გვიპასუხა, რომ ისტორიულ ნაწილში, მშენებლობების ნებართვა, მხოლოდ, 15 მეტრზე დაბალი შენობების აშენებაზე გაიცემა. რაც შეეხება დაზიანებულ და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, გვიპასუხეს, რომ მონიტორინგის ჯგუფი, დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში შეკეთებაზე ზრუნავს.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ მონიტორინგის ჯგუფი ტერიტორიას ამოწმებს, თუმცა, რატომღაც, წლების წინ, დამტვრეული განათების ბოძები, მხედველობიდან გამორჩათ.