თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა “სინოფარმით“ აიცრა.
როგორც თელავის მერმა აღნიშნა, ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური გზაა კორონავირუსის დასამარცხებლად და მოსახლეობას აცრის ჩატარებისკენ მოუწოდა.
“დღესდღეობით, ერთადერთი და სწრაფი გზა, რათა შევაჩეროთ კოვიდპანდემია, არის ვაქცინაცია. მე დღეს ჩავიტარე აღნიშნული აცრა და მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, დროულად დარეგისტრირდნენ და აიცრან“, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.