სამინისტრო ფერმერებს აფრთხილებს, რომ აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 20 მაისია

425

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს აფრთხილებს, რომ აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2021 წლის 20 მაისია.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, დარიცხული ქულები გაუქმდება.

„აგროქულების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე myliberty.ge. ასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამა 2020 წლის 20 მაისს, ანტიკრიზული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს აგროქულები დაერიცხათ, რომელთა გამოყენებაც სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად იყო შესაძლებელი. აგროქულები 259,529 ფერმერმა მიიღო. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 33.3 მლნ ლარს აჭარბებს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.