ტიკარაძე: საზოგადოების მიმღებლობა და სანდოობა ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით იზრდება

601

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საზოგადოებაში ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით სანდოობა იზრდება. მინისტრი აღნიშნავს, რომ 5 მაისს იყო რეკორდული მაჩვენებელი, როცა 3 600-ზე მეტმა ადამიანმა ვაქცინის კუთვნილი დოზა მიიღო.

“ვაკვირდებით, რომ საზოგადოების მზაობა, მიმღებლობა და სანდოობა ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში იზრდება, რაც, რა თქმა უნდა, იყო მოსალოდნელია. მნიშვნელოვანია როგორც სამსახურეობრივი ჩართულობა, ასევე, ბიზნესსექტორის ჩართულობაც, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესში ჩართული თითოეული ადამიანი წარმოადგენს ეპიდსიტუაციისთვის მნიშვნელოვან დასტაბილურების მაჩვენებელს”, — აღნიშნავს მინისტრი.