„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის ტურისტული სეზონისთვის მზადება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ უკვე გალის რეგიონშიც დაიწყო. მანამდე აფხაზეთის ტურისტულ მარშრუტებში და ინფრასტრუქტურაში რაულ ხაჯიმბას „პრეზიდენტობის“ დროიდან (2005-2009; 2014-2020) არ მოიაზრებოდა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ასეთი მიდგომა გალისდამი, ერთი მხრივ, აიხსნება ამჟამინდელი დეფაქტო მთავრობის წინამორბედებისგან განსხვავებული ხედვით რაიონის მიმართ და დეფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში მისი ინტეგრაციის სურვილით. მეორე მხრივ კი, გლობალური...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის ეთერში სტუმრობისას გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის შედეგად შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა.
მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ 2008 წლიდან მოყოლებული გელათის მონასტრის რეაბილიტაციის დროს დაშვებული ხარვეზები გამოსწორდეს და, სწორედ ამ მიზნით, ივნისში საქართველოში ჩამოდის იუნესკოს მაღალი დონის ექსპერტი, რომელიც შეაფასებს ტაძრის სახურავზე არსებულ მდგომარეობას.
„გელათს ნამდვილად...
20 მაისს, 11:00 საათზე, ქალაქ გორში გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ (სტალინის ქ. #16) დასაქმების ფორუმი გაიმართება.
დასაქმების ფორუმი განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში ტარდება.
ფორუმზე შიდა ქართლში არსებული 30 მცირე და საშუალო ბიზნესი ვაკანსიებს წარმოადგენს. ღონისძიებაში ჩაერთვება 300–ზე მეტი სამოუშაოს მაძიებელი, რომლებსაც შესაძლებლობა...
გორის მერიამ დაუმთვრებელი სკვერისთვის გადახდილი 35 000 ლარიდან, დაახლოებით, 20 000 ლარი უკან დაიბრუნა. ეს თანხა სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგმა'' აანაზღაურა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
გორის მერიის ცნობით, სამშენებლო კომპანია "ამ ჯორჯიას", მართალია 35 000 ლარი ჩაურიცხეს, თუმცა ავანსის სახით გადახდილი თანხა მისმა თავმდებმა, გარანტიორმა "ჯიპიაი ჰოლდინგმა'' დააბრუნა. საუბარია 19 320 ლარზე.
ჯამში ქვახვრელის სკვერი მერიას, დაახლოებით, 16 000...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მორიგ მონიტორინგზე ჩასულებს, დიდხანს ნანატრი ახალი ამბავი დაგხვდა - ბექობის არწივმა ჩვენ მიერ 4 წლის წინ აშენებულ ხელოვნურ ბუდეში პირველად დაიბუდა, - აცხადებენ "საბუკო - საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის” წარმომადგენლები.
"ამ ტერიტორიაზე ბექობის არწივის ინდივიდებს ყოველთვის ვამჩნევდით, თუმცა გაშლილ ველზე მათ დასაბუდებლად მოსახერხებელი არაფერი მოიძებნებოდა, ამიტომ, 2016 წელს, პირველი ხელოვნური ბუდე სწორედ აქ დავდგით.
ბექობის არწივს ბუდეებს ხშირად მიზანმიმართულად უნგრევენ,...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 18 წლამდე მოსახლეობის აცრა ჯერჯერობით არ იგეგმება.
როგორც გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა, საქართველო ამ საკითხის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს მიერ განხილვას დაელოდება.
„ეს საკითხი დაუშვა კანადამ. ჯერ მხოლოდ „ფაიზერზეა“ კვლევები 12-დან 18 წლამდ ასაკის მოსახლეობაში. „ასტრაზენეკაც“ ატარებს ამ კვლევებს. ალბათ შემოდგომამდე მაინც, სანამ ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის წამლის სააგენტო არ განიხილავს,...
“სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, ქვეყანაში ღარიბი ბავშვების რაოდენობა გაიზარდა. მათი ცნობით, ბოლო 15 თვის განმავლობაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების რაოდენობა 41 155-ით გაიზარდა და ბოლო მონაცემებით, 192 962-ს შეადგენს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობა გაიზარდა ყველა რეგიონში, თბილისში - 11 340-ით, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ბავშვია სიღარიბის ზღვარს მიღმა იმერეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და აჭარაში.
„საარსებო შემწეობა არის ფულადი...
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.
ვაქცინა პირველმა სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, მერის მოადგილეებმა და რწმუნებულის აპარატის თანამშრომლებმა გაიკეთეს.
"მე დღეს ჩავიტარე აცრა ,როდესაც მოქალაქეს მოუწოდებ რომ უნდა აიცრას და სხვა გზა არ არსებობს პირველ რიგში შენ უნდა მისცე მაგალითი . ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ გარშემომყოფები",- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანა ეპიდსიტუაციის მხრივ პიკშია და ჯანდაცვის სექტორი ინფიცირებულთა სტატისტიკური მაჩვენებლის მატებას 2-3 კვირის განმავლობაში ელის. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყნისთვის საყურადღებო პერიოდი მაისის ბოლო იქნება.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა პიკში ვართ. დიდი ალბათობით რამდენიმე ასეულის ფარგლებში ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ მოიმატებს. თუ იმ რეკომენდაციებს, რაზეც ვსაუბრობთ, არ დავიცავთ, შეიძლება ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. მაგრამ იმედი გვაქვს,...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 305 ფაქტი გამოავლინა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 92 პირი დააჯარიმა.
„დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა ან გადაწევა ამ ეტაპზე არ განიხილება.
"ამ ეტაპისთვის სამწუხაროდ ამას ვერ დაგპირდებით. მჭირდება მხარდაჭერა იმისთვის, რომ მოხდეს სოციალური დისტანციის დაცვა, მინიმალური სოციალური ღონისძიებები, სადაც არ არის გათვალისწინებული არანაირი უსაფრთხოების ზომები, ასევე ნიღბის ტარება მაქსიმალურად, რომელიც დღესდღეობით მხოლოდ 75%-მდეა აწეული. მნიშვნელოვანია რომ ეს ნიშნული 95%-მდე იყოს აწეული", - განაცხადა ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
გასული წლის 9 ნოემბრიდან...
ჩვენ შეიძლება საერთოდ არ გვყავდეს მერობის კანდიდატი, - ამის შესახებ “გირჩის” ერთ- ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კითხვაზე, რამდენად დაუჭერს მხარს ნიკა მელიას, თუ ის ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება, ხვიჩია პასუხობს, რომ მელიას მხარდაჭერამდე ბევრი სხვა პროცესია გასავლელი როგორც ოპოზიციასთან, ისე პირადად მელიასთან.
"ჯერ ამაზე არ გვიფიქრია, შეიძლება საერთოდ არ გვყავდეს მერობის კანდიდატი და შესაბამისად, ჩვენ სამიდან არავინ იყოს. თქვენ იცით, ჩვენ...
კახა კალაძე იქნება თუ არა მერობის კანდიდატი, ეს პირველ რიგში მისი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ საქმის გაგრძელება, რომელიც კახი კალაძემ დაიწყო.
„კალაძე თბილისის მოქმედი მერია და 4 წლის განმავლობაში ძალიან წარმატებული იყო. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ საქმის გაგრძელება, რომელიც კახი კალაძემ ამ პოზიციაზე დაიწყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი...
წინა სტატია
ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში კვლავ დავბრუნდი. საქართველო არის ძალიან ახლოს ჩემ გულთან. აქ ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ სხვადასხვა რანგში. ყველაზე ახლო პერიოდში ვიყავი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტი და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ახლა, უკვე საქართველოს პრემიერის სპეციალური მრჩევლის რანგში ვიმუშავებ ქვეყნის განვითარებისთვის და მთავრობის ხელშეწყობისთვის - ამის შესახებ ვაზილ ჰუდაკმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პანდემიის გამო...
შემდეგი სტატია
უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პრემიერმინისტრს სპეციალური მრჩეველი ეყოლება. ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზილ ჰუდაკი წარადგინა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის, ინვესტიციების მოზიდვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„ის მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად, ფინანსთა მინისტრად, იქამდე - კერძო ბანკებში. ბატონი ვაზილი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. როცა ის ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ხშირად სტუმრობდა საქართველოს. იგი კარგად...
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აპრილში ქვეყანაში 82 519 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. ეს მონაცემი 2020 წლის აპრილთან შედარებით 140.4%-ით მეტია.
რაც შეეხება, ბოლო წლების სტატისტიკას ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, 2019 წლის აპრილში - 549 761 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, 2020 წელს კი - 34 321 ვიზიტი.
აპრილში საერთაშორისო ვიზიტები TOP 10 ქვეყნის მიხედვით ასეთია:
1. თურქეთი - 21 106 ვიზიტი, ზრდა 2020 წლის აპრილთან - 48%;
2. ისრაელი -...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































