სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული და ასპინძის მერი „სინოფარმით“ აიცრნენ

505

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.

ვაქცინა პირველმა სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, მერის მოადგილეებმა და რწმუნებულის აპარატის თანამშრომლებმა გაიკეთეს.

“მე დღეს ჩავიტარე აცრა ,როდესაც მოქალაქეს მოუწოდებ რომ უნდა აიცრას და სხვა გზა არ არსებობს პირველ რიგში შენ უნდა მისცე მაგალითი . ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ გარშემომყოფები”,- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.