ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში კვლავ დავბრუნდი. საქართველო არის ძალიან ახლოს ჩემ გულთან. აქ ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ სხვადასხვა რანგში. ყველაზე ახლო პერიოდში ვიყავი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტი და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ახლა, უკვე საქართველოს პრემიერის სპეციალური მრჩევლის რანგში ვიმუშავებ ქვეყნის განვითარებისთვის და მთავრობის ხელშეწყობისთვის – ამის შესახებ ვაზილ ჰუდაკმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პანდემიის გამო ახლა რთული პერიოდია, თუმცა ეს რთული დრო შესაძლებლობების პერიოდიცაა.
„შესაძლებლობა გვაქვს გავიზარდოთ, განვვითარდეთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. აშშ-დან, ევროკავშირიდან და ქვეყნებიდან მოვიზიდოთ დახმარება. ჩვენ ვიცით, როგორ აღვადგინოთ ეკონომიკა ინვესტიციების გზით. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მომავალიც“, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.