ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აპრილში ქვეყანაში 82 519 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. ეს მონაცემი 2020 წლის აპრილთან შედარებით 140.4%-ით მეტია.
რაც შეეხება, ბოლო წლების სტატისტიკას ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, 2019 წლის აპრილში – 549 761 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, 2020 წელს კი – 34 321 ვიზიტი.
აპრილში საერთაშორისო ვიზიტები TOP 10 ქვეყნის მიხედვით ასეთია:
1. თურქეთი – 21 106 ვიზიტი, ზრდა 2020 წლის აპრილთან – 48%;
2. ისრაელი – 10 098 ვიზიტი, ზრდა – 13 925%;
3. რუსეთი – 8 518 ვიზიტი, ზრდა – 125%;
4. სომხეთი – 8 331 ვიზიტი, ზრდა – 4%;
5. საქართველო (არარეზიდენტები) – 8 253 ვიზიტი, ზრდა – 441%;
6. უკრაინა – 5 922 ვიზიტი, ზრდა – 404%;
7. აზერბაიჯანი – 5 287 ვიზიტი, ზრდა – 107%;
8. უზბეკეთი – 2 711 ვიზიტი, ზრდა – 293%;
9. ყაზახეთი -1 639 ვიზიტი, ზრდა – 285%;
10. ბელარუსი – 1 463 ვიზიტი, ზრდა – 77%;