კობახიძე: კახა კალაძე იქნება თუ არა მერობის კანდიდატი, ეს პირველ რიგში მისი გადასაწყვეტია

477

კახა კალაძე იქნება თუ არა მერობის კანდიდატი, ეს პირველ რიგში მისი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ საქმის გაგრძელება, რომელიც კახი კალაძემ დაიწყო.

„კალაძე თბილისის მოქმედი მერია და 4 წლის განმავლობაში ძალიან წარმატებული იყო. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ საქმის გაგრძელება, რომელიც კახი კალაძემ ამ პოზიციაზე დაიწყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვს.

„თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებული გვაქვს. ჩვენ გვეყოლება ისეთი კანდიდატი, რომელიც დაამარცხებს ოპოზიციურ კანდიდატებს პირველივე ტურში. ეს შემიძლია თამამად გითხრათ დანარჩენს საზოგადოება მოგვიანებით მოისმენს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.