შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 000 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 78 პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის...
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.
აჭარის მთავრობის ცნობით, მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
"ბათუმის შემოვლითი გზა 13-კილომეტრიანი მონაკვეთს მოიცავს. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 11 ხიდზე მიმდინარეობს, ხოლო შვიდ ხიდზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია ერთ გვირაბზე, გაჭრილია ორი გვირაბი და მიმდინარეობს ორი გვირაბის მშენებლობა.
პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო კვანძი, ხუთი გვირაბი და 57...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში აღნიშნა, ვაქცინაზე ხელლმისაწვდომობა უნდა გაფართოვდეს, რათა ადამიანებს აცრისთვის სხვა რეგიონებში წასვლა არ უწევდეს.
"45 000 ადამიანია დამატებით ამ თვის ბოლომდე აცრებზე ჩაწერილი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა გავაფართოოთ ხელმისაწვდომობა, რომ ადამიანებს არ სჭირდებოდეთ აცრისთვის თბილისიდან წასვლა დუშეთში, თიანეთში, გურჯაანში და ა.შ. იქ უნდა აიცრას ძირითადად...
საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებიდან ნახევარი წელი გავიდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზეზით, ე.წ. კომენდანტის საათი 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებს.
თავდაპირველად გადაადგილება ქვეყნის დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში შეიზღუდა. მაშინ მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე ეკრძალებოდათ. გამონაკლისი არჩევნების მე-2 ტურის დროს დაუშვეს, როდესაც შეზღუდვა 2 ღამით გაუქმდა.
მოგვიანებით, არჩევნების მეორე ტურიდან რამდენიმე დღეში, საკოორდინაციო საბჭომ...
საოჯახო სასტუმრო მარტვილა მათ, ვინც 17-24 მაისის შუალედში მარტვილში ვაქცინაციაზე დარეგისტრირდება, სასტუმროში უფასოდ განთავსებას სთავაზობს.
როგორც სასტუმრო წერს, ამ ფორმით სურთ, ვაქცინაციის პოპულარიზაციაში მოკრძალებული წვლილი შეიტანონ.
"ბოლო დროს ხშირად ვაწყდებით პოსტებს სოციალურ ქსელებში, სადაც ადამიანები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ვერ რეგისტრირდებიან სინოფარმის ვაქცინაციაზე, რადგან უკვე ყველგან დაჯავშნილია ადგილები.
გუშინ ჩვენც დავრეგისტრირდით მარტვილის ევექსის კლინიკაში ვაქცინაციაზე და აღმოვაჩინეთ, რომ 17-24 მაისის შუალედში არის თავისუფალი ადგილები.
ვინაიდან პანდემია და მისგან...
კრწანისის ტყეპარკში გარემოსდაცვითი განათლების საზოგადოებრივი ცენტრი შეიქმნება.
საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილე ერიკ ილესის განცხადებით, ახალი პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ტყე-პარკის ტერიტორიის დიდი პოტენციალის ათვისებას იმისათვის, რომ ბიომრავალფეროვნების შესწავლა საფუძვლიანად მოხდეს და რაც მნიშვნელოვანი იქნება მომავალი თაობების და, ზოგადად, მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო კრწანისის ტყეპარკის აღდგენასა და განახლებაზე აქტიურად მუშაობს....
პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკი, ასევე მისი მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტირდება, ჩოხატაურში ცენტრალური მოედნის მოწყობა და დუმბაძის ქუჩის მოწესრიგება გადაწყდა, ლანჩხუთში კი დაიგეგმა ცენტრალური მოედნის, ცენტრალური პარკისა და საავტომობილო მაგისტრალიდან ლანჩხუთში შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.
„განვიხილეთ სოციალურ-ეკონომიკური განახლების, ახალი შესაძლებლობების გაჩენის, რეკრეაციული, საპარკო და სხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები. გურიის სამივე...
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი, ხოლო ამ ომში მარჩენალდაკარგულ პირებს -300 ლარი გადაურიცხა.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, 9 მაისთან დაკავშირებით, მატერიალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 115-მა ვეტერანმა და ამ ომში მარჩენალდაკარგულმა 52-მა პირმა მიიღო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 11.3 მილიონი ლარია.
სპორტული კომპლექსში განთავსდება დიდი და მცირე საცურაო აუზები, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზები. მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის. პროექტით გათვალისწინებულია ასევე ღია კაფისა და მცირე...
პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში აჭარის რეგიონში შემდეგი პროექტები განხორციელდება: ბათუმი - მწვანე კორიდორი გმირთა ხეივანში; ქობულეთი - ქობულეთის სანაპირო ზოლი (მდ. აჭყვადან მდ. კინტრიშამდე); ქედა - ქედის ცენტრალური ტერიტორია (ადმინისტრაციული ცენტრი); შუახევი - კულტურის ცენტრი და მიმდებარე ტერიტორია; ხულო - მემედ აბაშიძის ქუჩა, რუსთაველის და ტბელ-აბუსერიძის ქუჩები; ხელვაჩაური - მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მდებარეობებზე არსებული სკვერები...
ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ პროფილის თანამედროვე სტანდარტების ობიექტი ქალაქს პირველად მოემსახურება, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება, შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკები.
„ქალაქ ზუგდიდს 24-საათიან წყალმომარაგებასთან ერთად უკვე გამართული წყალარინების სისტემაც გააჩნია. ეს არის სრულად გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვა სიკეთეებთან ერთად გამოირჩევა მართვის ეფექტურობით....
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
ბათუმის ბულვარის განაშენიანების კონცეფციის ირგვლივ ხმაური არ წყდება. კონცეფციის პირველი საჯარო განხილვაც გასულ კვირას უკვე ჩატარდა. ერთ-ერთ უმთავრესი პრობლემა, ბულვარის ტერიტორიაზე დასაშვები იქნება თუ არა ცათამბჯენების მშენებლობა, კონცეფციაში პასუხი გაეცა - 16-სართულიანი ამბასადორის მშენებლობა კულტურულ მემკვიდრეობის ზონაში არ შეიძლება. თუმცა, კონცეფციის პირველმა საჯარო განხილვამ დიდი ვნებათაღელვის ფონზე ჩაიარა და ბულვარის მეიჯარეების უკმაყოფილება გამოიწვია. რას ითვალისწინებს პროექტი, როგორია...
ავტორი: მიხეილ ჩიტაძე – გორის საინფორმაციო ცენტრი
ახალბაღი, მე-19 საუკუნის ბოლოდან, ქალაქ გორის მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი დასვენების და გართობის ადგილია. მისი შექმნა ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით მოხდა. ამ საქმეში დიდი წვლილი ივანე ამილახვარსაც მიუძღვის და ამიტომაც მას 1904 წელს ქალაქის გამგეობამ „ამილახვრის ბაღის“ სახელი მიანიჭა (ე. მამისთვალაშვილი გორის ისტორია ტ II გვ 68).
ახალბაღმა თავის თავზე გადაიტანა ის ლხინი და ჭირი, რაც...
მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 87 პროექტი დაფინანსდა
მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის სხვადასხვა ტიპის 87 პროექტი დაფინანსდა. ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება 1 355 778 ლარია.
40 მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, 47 კორპუსში კი ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება.
წყალარინების მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ცოტნე დადიანის 144/14-ში, სადაც ახალი მილები 492 გრძივ მეტრზე მოეწყობა, ასევე, 12 საკომუნიკაციო ჭა დამონტაჟდება.
მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე...
ვაკის პარკში, სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, წელს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, წელს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგება ვეტერანთა კულტურის და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.
9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა....
მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, ეს იქნება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტპატიმრის გამოსასყიდი, ნიკა, ძალიან მალე თავისუფალი იქნება, - ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა ნიკა მელიას მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მელიასთან საპატიმროში შეხვედრაზე საერთო პოლიტიკური საკითხები განიხილეს.
„ძალიან ბევრი, კონკრეტული საკითხი გავიარეთ, რაც ჩვენს დღევანდელ, სამომავლო საქმიანობას ეხება, ბევრ საკითხზე შევჯერდით. ამ დღეების განმავლობაში ბევრი სიახლე იქნება. რაც შეეხება დედაქალაქის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































