„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, ერთი წლის წინ ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო, „თუმცა, იგი ხელისუფლების კორუფციულ ინტერესებს შეეწირა“. რეზო ხარაზის თქმით, პროექტის ღირებულება 19 990 002,4 აშშ დოლარს შეადგენდა. მისი თქმით, სამუშაოების დაწყებამდე კანადურ კომპანიას 3 998 000, 48 აშშ დოლარი გადაეცა, თუმცა სამუშაოები არ დაწყებულა. მისი განცხადებით, კომპანიის დირექტორი საქართველოდან გაქცეულია. „თამამად...
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ უარყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მერის არჩევნებზე მისი კანდიდატურის დასახელება განიხილება. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა კახა კალაძე არის „ქართული ოცნების“ გამორჩეული ლიდერი და თბილისის წარმატებული მერი და მას თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა. „როგორც წესი, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე წარვადგენთ ხოლმე ჩვენი გუნდის კანდიდატს არჩევნებში, ასე მოხდება ახლაც. გთხოვთ, რომ დაველოდოთ მოვლენებს. როგორც იცით, თვითმმართველობის...
დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ აკონკრეტებს, იყრის თუ არა კენჭს მეორედ თბილისის მერად. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის თქმის დრო ჯერ არ მოსულა, ამიტომ საზოგადოება პარტიის და მის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს. „ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, როგორც მოგეხსენებათ, არჩევნები არის შემოდგომაზე, ამიტომ დაველოდოთ, ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაო, ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, როცა ამის დრო მოვა, გულწრფელად გეუბნებით, პირველები იქნებით, ვინც გაიგებთ პარტიის თავმჯდომარისგან და...
თბილისის განვითარების ახალი გენერალური გეგმით, დედაქალაქში 4 მილიონ კვ.მ ტერიტორიას მწვანე სივრცის სტატუსი მიენიჭა და ხუთი ახალი საპარკე არეალი შეიქმნა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ამ ფართობით ნაკლები ტერიტორია განაშენიანდება ქალაქში და ამ ფართობით მეტი მწვანე სივრცე ექნება ქალაქს. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეების ბალანსი. ძველი გენერალური გეგმისგან განსხვავებით, ახალი გენერალური გეგმით, 1 000...
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათაქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაციაზე  „თბილისის ურბანული განვითარების პოლიტიკა“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ასევე, შენარჩუნდეს არსებული მწვანე სივრცეები და სპორტული მოედნები. „პრეზენტაციის დასაწყისში ვისაუბრე იმ მავნე პრაქტიკაზე, რომელიც წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონსა თუ უბანში ხდებოდა, როდესაც რეკრეაციული...
თბილისის მერიამ ავტოფარეხების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, 466 ავტოფარეხის ადგილზე 34 სკვერი მოაწყო. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. „ავტოფარეხების ჩანაცვლების პროგრამა ეს არის ქალაქის მერის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება შექმნა მნიშვნელოვანი ურბანული სიკეთე ერთი მარტივი გადაწყვეტილებით. 466 ავტოფარეხის ნაცვლად, 34 ახალი სკვერი ჩვენი ქალაქის უბნებში...
მინდა მჯეროდეს, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე, წინსვლაზე, რეფორმებზე და ის საშინელი, ქაოტური პროცესი, რაც გამოვიარეთ თითქმის 30 წლის განმავლობაში, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაციაზე - „თბილისის ურბანული განვითარების პოლიტიკა“ განაცხადა. მისი თქმით, ბევრი პრობლემის, გამოწვევის და კოვიდპანდემიის მიუხედავად მუხლჩაუხრელად იმუშავეს. „დღეს ურბანული პოლიტიკის მიმართულებით თბილისი არის ბევრად უფრო მოწესრიგებული,...
თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე ანგარიშის წარდგენისას იმ ურბანულ პოლიტიკასა და რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში გატარდა. მისივე თქმით, პრეზენტაციაში არ არის ასახული ყველა ცვლილება, რომელიც გატარდა. „პირველი და უმთავრესი, ეს არის ქალაქის განვითარების ურბანული გეგმა, რომელსაც ჩვენ დავპირდით დედაქალაქის მოსახლეობას. ეს არის დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის გრძელვადიან და სწორ განვითარებას....
პირველად, რა თქმა უნდა, წარმოგიდგენთ შვიდი პოლიტიკიდან ერთ-ერთ უმთავრესი მიმართულების, ქალაქის ურბანული განვითარების შესახებ ანგარიშს. ურბანული მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. აქ არიან ადამიანები, რომელთა ძალისხმევითა და მხარდაჭერით ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ ურბანული მიმართულებით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს ურბანული პოლიტიკის...
ამ ქალაქში ერთად ვცხოვრობთ სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა აღმსარებლობის, საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ღირებულება, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ გვაქვს ერთი, რაც ყველას გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი ქალაქის სიყვარული და სურვილი, რომ თბილისი იყოს უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და ვიდრე არის დღეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის ოჯახი, რომელიც ისტორიულ ზონებში მდებარე სახლის რეაბილიტაციას ითხოვს, დაკმაყოფილდება. მისივე თქმით, თბილისის ისტორიული არეალები არის ის განძი, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო და რომელსაც სჭირდება მოვლა-პატრონობა და აღდგენა, რათა ის ასევე გადავცეთ შემდეგ თაობებს. „რაც შეეხება ისტორიულ არეალებს, ეს არის ის განძი, რომელიც ჩვენ გვერგო მემკვიდრეობით. თითოეულ ძეგლს სჭირდება გაფრთხილება. ამის საუკეთესო მაგალითი არის ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო...
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, დმანისში კონფლიქტში მონაწილე ყველა პირი ერთ აზრზეა, რომ სამწუხარო ინციდენტი მოხდა. „ყველა არის ერთ აზრზე, ძალიან სამწუხარო იყო ის ინციდენტი, რომელიც გუშინ მოხდა და დღეს გაგრძელდა. პრაქტიკულად ერთი ოჯახი ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, ყველას კარგად აქვს ეს შეგნებული. ამიტომ, სათქმელი ითქვა, ყველა ერთ აზრზეა. მინდა, შერიგების ნიშნად, ხელი ჩამოართვათ ერთმანეთს, რაც...
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები გრძელდება. როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. „ვაცნობიერებ საზოგადოების მაღალ ინტერესს, რომ იცოდეს, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერ გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ასეთი გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღება. ალბათ, ცოტა ხანში კანდიდატის...
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი თავდგირიძე აცხადებს, რომ თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით, გიორგი გახარიასადმი სიმპათიის გამო გაათავისუფლეს. მისი მტკიცებით, სამსახურიდან გათავისუფლების სხვა მოტივი არ არსებობდა, არ იყო ჩართული პოლიტიკურ აქტივობებში, თუმცა ღიად აფიქსირებდა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ კეთილგანწყობას. „2013 წლიდან ვარ საჯარო სამსახურში. მუნიციპალური ინსპექციის დირექტორმა არჩილ კონცელიძემ  მთხოვა შეხვედრა და განცხადების დაწერა. ამ მოთხოვნას...
აუქციონზე „რიყის დოქები“ 47,5 მილიონ ლარად, 50%-იანი ფასდაკლების მიუხედავად, ვერ გაიყიდა. შესაბამისად, აუქციონი ისევ ჩაიშალა, რადგან ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა. ცნობისთვის, ეს „რიყის დოქების“ პრივატიზებისთვის გამოცხადებული უკვე მეოთხე აუქციონი იყო. სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ რიყის დოქები, მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობის მიზნით, გასაყიდად ელექტრონულ აუქციონზე 2021 წლის 4 თებერვალს გამოიტანა. პირველ აუქციონთან შედარებით რიყის დოქების საწყისი ღირებულება 71 250 000 ლარამდე შემცირდა. თავდაპირველად,...
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთაზე, ასევე, თინა იოსებიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. მგზავრებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დადგენილი მარშრუტით ემსახურება. ჟვანიას მოედნიდან არქივის შენობამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა პეკინის N41-ში მდებარე 14-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო იყო შეზღუდული.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ