აუქციონზე „რიყის დოქები“ 47,5 მილიონ ლარად, 50%-იანი ფასდაკლების მიუხედავად, ვერ გაიყიდა. შესაბამისად, აუქციონი ისევ ჩაიშალა, რადგან ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა.
ცნობისთვის, ეს „რიყის დოქების“ პრივატიზებისთვის გამოცხადებული უკვე მეოთხე აუქციონი იყო. სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ რიყის დოქები, მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობის მიზნით, გასაყიდად ელექტრონულ აუქციონზე 2021 წლის 4 თებერვალს გამოიტანა. პირველ აუქციონთან შედარებით რიყის დოქების საწყისი ღირებულება 71 250 000 ლარამდე შემცირდა.
თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა.