პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთაზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია

443

პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთაზე, ასევე, თინა იოსებიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. მგზავრებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დადგენილი მარშრუტით ემსახურება.

ჟვანიას მოედნიდან არქივის შენობამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა პეკინის N41-ში მდებარე 14-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო იყო შეზღუდული.