რა რეფორმები გატარდა თბილისში ბოლო 4 წლის განმავლობაში – თბილისის მერიის ანგარიში

327

თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე ანგარიშის წარდგენისას იმ ურბანულ პოლიტიკასა და რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში გატარდა.

მისივე თქმით, პრეზენტაციაში არ არის ასახული ყველა ცვლილება, რომელიც გატარდა.

„პირველი და უმთავრესი, ეს არის ქალაქის განვითარების ურბანული გეგმა, რომელსაც ჩვენ დავპირდით დედაქალაქის მოსახლეობას. ეს არის დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის გრძელვადიან და სწორ განვითარებას. მნიშვნელოვანია აგრეთვე ქალაქის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონის აღდგენა. დამატებით 4 მილიონ კვადრატული მეტრ ტერიტორიას მივანიჭეთ მწვანე სივრცის სტატუსი. განვსაზღვრეთ 5 ახალი საპარკო არეალი. აიკრძალა სამშენებლო კოეფიციენტების გადამეტება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც კახა კალაძის წინაასაარჩევნო კამპანიის დროს ხშირად გესმოდათ, ეს არის – არც ერთი ნებართვა სკვერის, პარკის და სპორტული სივრცის ტერიტორიაზე და ეს დაპირება უნაკლოდ არის შესრულებული“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.