ხელვაჩაურში, ზედა ჯოჭოს მცხოვრებლები, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ხიდის აღდგენას ითხოვენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მოსახლეობის თქმით, გასული წლის ოქტომბერში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ადიდდა და ხიდი წაიღო, შესაბამისად მოსახლეობა მდინარის მეორე მხარეს დარჩენილი წისქვილით ვერ სარგებლობს. სოფელში ალტერნატიული ხიდი აქვთ, მაგრამ წყლის დებეტი არასაკმარისია და ის ვერ ფუნქციონირებს წყლის წისქვილით ჯოჭოში მცხოვრები 250-მდე ოჯახი სარგებლობს.
პრობლემის შესახებ იციან ხელვაჩაურის მერიაში. მერის ინფორმაციით...
ქედაში სოფლის მხარდაჭერისთვის ტენდერები გამოცხადდა. ქედის 64 სოფელში გამართულ შეხვედრებზე ადგილობრივებმა ძირითადად გარე-განათების ქსელის გაფართოება და შიდა გზებზე ბეტონის საფარის მოწყობა აირჩიეს. ასევე რამდენიმე სოფელმა წყლის და სადრენაჟო სისტემის და წისქვილის რეაბილიტაცია გადაწყვიტა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
შერჩეული პროექტების მიხედვით ქედის მერია 400 000 ლარამდე ბეტონის საფარისთვის, ხოლო 330 000 ლარზე მეტს გარეგანათების მოწყობისთვის დახარჯავს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის, აჭარის მთავრობის მიერ,...
წინა სტატია
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 7 ნომბრისა და 20 ივნისის შედარება მიუღებელია. აღნიშნულით ის „გირჩის“ ინიციატივასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გამოეხმაურა, რომელიც 26 მაისის და 7 ნოემბრის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტს მომზადებს გულისხმობს.
„7 ნოემბრის და 20 ივნისის ერთმანეთთან შედარება პრინციპულად არასწორია და ეს არის იმ დანაშაულის გამართლების მცდელობა, რაც თავის დროზე „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა. 7 ნოემბერი, გარდა იმისა, რომ ხელისუფლების უზურპაციის გამოხატულება...
ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში და კორუფციაში ადანაშაულებს. რეზო ხარაზის განცხადებით პანდემიის ფონზე მთავრობა 230 ათასი ლარით ავტომობილების შეძენას აპირებს. 2 ავტომობილის შეძენისთვის ტენდერი აჭარის საგზაო დეპარტამენტმა გამოაცხადა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ტენდერი 5 მაის გამოცხადდა, გამარჯვებულმა შპს კავკასუს მოტორსმა მანქანები 45 დღეში უნდა მიაწოდოს მყიდველს. რეზო ხარაზი მთავრობას მოუწოდებს რომ ეს თანხა მოსახლეობას მოახმარონ და ავტომობილების შეძენისათვის...
ჩხოროწყუში ადგილობრივ ტენდერებს სოფელ ხაბუმეში მერის წარმომადგენლის, ნესტან ქარჩავას ძმა და მამა იგებენ. ქარჩავები ამავე დროს ჩხოროწყუს მერთან, დათო გოგუასთან დაახლოებული პირები არიან. მათ 2011 წლიდან დღემდე 3,377,519 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღეს. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაშია აღნიშნული.
ნესტან ქარჩავა სოფელ ხაბუმეში ჩხოროწყუს მერის წარმომადგენლის პოზიციას 2007 წლიდან იკავებს, დათო გოგუა კი ჩხოროწყუს მერი (2017 წლამდე გამგებელი) 2012 წლის...
20 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“-ის ფინალი და საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. „დიდგორელი“ ისტორიის სასკოლო კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების ისტორიით დაინტერესებას და ისტორიის - როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგნის პოპულარიზაციას. ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
"კონკურსში მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500 აღემატებოდა. ფინალში 4 ახალგაზრდა გადავიდა, ხოლო გამარჯვებული მარნეულის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლე, ლუკა ანდიაშვილი გახდა, რომელმაც კომპანია არემჯისგან ფულადი...
„ქართული ოცნების“ შემწირველმა სამშენებლო კომპანია „არალმა“ 2011-2021 წლებში 181, 923, 427 ლარის ოდენობის ტენდერები მოიგო, აქედან 25,816,009 ლარი (ტენდერებიდან მიღებული საერთო თანხის 14,1%) უკონკურენტოდ, ხოლო 17,447,628 ლარი (9,5 %) - მისი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე. ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აქვეყნებს.
ბოლო სახელმწიფო შესყიდვიდან შპს “არალმა” 47,070,891 ლარი მიიღო. ეს ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმანში, მდინარე ოცხეს კალაპოტის, ხიდების, მთავარი და საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის გამოაცხადა. “არალი” სამუშაოებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ შპს “ზიმოსთან” ერთად განახორციელებს.
შპს „არალისთვის“ ბიუჯეტიდან...
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალების ეზოების რეაბილიტაცია – ექვსი ფილიალიდან ორში გარკვეული ხარვეზების გამო, სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, ამ დრომდე არ დასრულებულა 22-ე და 33-ე ბაღის ეზოების მოწყობა, ხოლო მე-11, 23-ე, 27-ე და 36-ე ფილიალებში პროექტს დასრულებული სახე აქვს.
ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი TV4-თან აცხადებს, რომ შესაბამის კომპანიებს სახელშეკრულებო ვადების დარღვევისათვის პირგასამტეხლო ეკისრებათ.
“შენიშვნები...
"ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას ეს მოსაცდელი კარგად ასახავს, როგორი ჩამონგრეულიც არის ქვეყანა, ისეთ მდგომარეობაშია მუნიციპალიტეტი", - ასეთი აღწერით აქვეყნებს საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან, ბექა ქორჩილავა სოფელ თედოწმიდაში გადაღებულ ფოტოს, სადაც ადგილობრივების მიერ მოწყობილი, მოსაცდელია გამოსახული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ქორჩილავას თქმით, მთელი კვირის განმავლობაში მისი მოწესრიგება არავინ სცადა, რასაც ის ადგილობრივი ხელისუფლების გულგრილობით ხსნის.
"კვირაზე მეტია, ასე გამოიყურება სოფელ თედოწმინდაში არსებული მოსაცდელი, მაგრამ ამაზე რეაგირება არავის აქვს. სამწუხაროდ, გორის...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს, უწყების ერთ-ერთი სამსახურის პოლიტიკური ნიშნით გაუქმებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმის წარმოების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, აკაკი კეკენაძე მიიჩნევს, რომ როსტომ სესიაშვილმა, საკრებულოს, სამსახურის ლიკვიდაციის მოთხოვნით, მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მიმართა.
” 14 წელია ვმუშაობ, საჯარო სამსახურში, აქედან 9 წელი, ამ განყოფილებას ვხელმძღვანელობ. არცერთი დისციპლინური სახდელი არ მაქვს. ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური ნიშნით...
ტყეში ცეცხლის დანთება და საქონლის ძოვება მხოლოდ სპეციალურ ადგილებში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტყითსარგებლობის წესშია საუბარი.
დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ტყეში ან მუნიციპალურ ტყეში საქონლის ძოვებისთვის გამოიყოფა შესაბამისი ტერიტორიები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, ტყის ფუნქციიდან ან/და მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. ამასთან, ტყეში საქონლის ძოვებისთვის გამოყოფილ ადგილებზე განთავსდება შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი. რაც შეეხება ცეცხლის დანთებას, ამისთვისაც გამოიყოფა ადგილები, სადაც...
მთაწმინდის ფერდზე 700 ჰექტარის ტერიტორიის გამწვანება იწყება. პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი არსებული ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს.
პროექტი 3-4 წელზეა გათვლილი და ფონდმა „ქართუმ“ მისთვის 16 მილიონი გამოყო. დღეს ადგილზე გარემოს დაცვის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დაესწრო.
„ეს არის ალბათ ისტორიულად მასშტაბური პროექტი, რომელიც ადრე არასოდეს...
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან ცოტნე კაკულიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალირეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება. რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.
“ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში ტალერი-ნობულევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო...
ჭიათურის თემურ მაღრაძის სახელობის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის რეკონსტრუქცია გადაწყდა – ეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტების შერჩევის საკონკურსო კომისიის სხდომის შემდეგ გამოაცხადეს.
1964 წელს აშენებული სტადიონი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, თუმცა, მისი რეაბილიტაცია გადაწყდა. ჭიათურაში ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე ახალ მოედანს დააგებენ და ტრიბუნების ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
კომისიის სხდომაზე ორივე საკითხის შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება გადაწყდა. სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაცია მომზადდება და არენა უეფა-ს მეორე კატეგორიის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.
საპროექტო სამუშაოების...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი პასუხისგებაში მისცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიწის ნაკვეთების საერთო საბაზრო ღირებულება 23 000 ლარს აღემატება
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების გამოყენებით, იმერეთის რეგიონში მოტყუებით დაირეგისტრირეს სახელმწიფოს...
„საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტით, გაფართოვდა საჯარო მოსამსახურეების წრე, რომელსაც სამუშაო საათების განმავლობაში წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება არ აქვს. უფრო კონკრეტულად, სამუშაო საათებში წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს აეკრძალებათ.
ამასთანავე, კანონპროექტით, იკრძალება წინასაარჩევნო კამპანიისთვის სამსახურებრივი ნიშნით, საჯარო მოხელეებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულების შეკრება არასამუშაო საათებშიც. მათ შორის, აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიისთვის სამსახურეობრივი ნიშნით პედაგოგების შეკრება.
„გაფართოვდა საჯარო მოსამსახურეების წრე, რომლებსაც სამუშაო საათის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































