რუსთავში საბავშვო ბაღების ეზოებს აწესრიგებენ

519

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალების ეზოების რეაბილიტაცია –  ექვსი ფილიალიდან ორში გარკვეული ხარვეზების გამო, სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.

როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, ამ დრომდე არ დასრულებულა 22-ე და 33-ე ბაღის ეზოების მოწყობა, ხოლო მე-11, 23-ე, 27-ე და 36-ე ფილიალებში პროექტს დასრულებული სახე აქვს.

ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი TV4-თან აცხადებს, რომ შესაბამის კომპანიებს სახელშეკრულებო ვადების დარღვევისათვის პირგასამტეხლო ეკისრებათ.

“შენიშვნები იქნება აღრიცხული და გადაცემული კომპანიისთვის, რომელსაც განესაზღვრება ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად,” – აცხადებს ზაზა ზაზაძე.