“ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას ეს მოსაცდელი კარგად ასახავს, როგორი ჩამონგრეულიც არის ქვეყანა, ისეთ მდგომარეობაშია მუნიციპალიტეტი”, – ასეთი აღწერით აქვეყნებს საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან, ბექა ქორჩილავა სოფელ თედოწმიდაში გადაღებულ ფოტოს, სადაც ადგილობრივების მიერ მოწყობილი, მოსაცდელია გამოსახული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ქორჩილავას თქმით, მთელი კვირის განმავლობაში მისი მოწესრიგება არავინ სცადა, რასაც ის ადგილობრივი ხელისუფლების გულგრილობით ხსნის.
“კვირაზე მეტია, ასე გამოიყურება სოფელ თედოწმინდაში არსებული მოსაცდელი, მაგრამ ამაზე რეაგირება არავის აქვს. სამწუხაროდ, გორის მერს არ შესწევს უნარი არათუ ახალი გააკეთოს, არამედ არსებულს მაინც მოუაროს და მიხედოს”, – წერს ბექა ქორჩილავა.