„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებით, გაფართოვდა საჯარო მოსამსახურეების წრე, რომელსაც სამუშაო საათების განმავლობაში წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება არ აქვს

442

„საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტით, გაფართოვდა საჯარო მოსამსახურეების წრე, რომელსაც სამუშაო საათების განმავლობაში წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება არ აქვს. უფრო კონკრეტულად, სამუშაო საათებში წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს აეკრძალებათ.

ამასთანავე, კანონპროექტით, იკრძალება წინასაარჩევნო კამპანიისთვის სამსახურებრივი ნიშნით, საჯარო მოხელეებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულების შეკრება არასამუშაო საათებშიც. მათ შორის, აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიისთვის სამსახურეობრივი ნიშნით პედაგოგების შეკრება.

„გაფართოვდა საჯარო მოსამსახურეების წრე, რომლებსაც სამუშაო საათის განმავლობაში წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება არ აქვთ, დაემატა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელები და თანამშრომლები. ამგვარად, უფრო მოცულობითი გახდა საჯარო მოსამსახურის აღწერილობა და შეზღუდვები. ასევე, აიკრძალება სამსახურებრივი ნიშნით შეკრება წინასაარჩევნო კამპანიისთვის არასამუშაო დროსაც საჯარო მოხელეებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულების, მაგალითად ცალკე პედაგოგების შეკრება და შეხვედრა.“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.