იმრეთში, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი პასუხისგებაში მისცეს

361

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი პასუხისგებაში მისცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიწის ნაკვეთების საერთო საბაზრო ღირებულება 23 000 ლარს აღემატება

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების გამოყენებით, იმერეთის რეგიონში მოტყუებით დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი 11 მიწის ნაკვეთი, საერთო მოცულობით 22 037 კვადრატული მეტრი, რომლის საბაზრო ღირებულება 23 000 ლარს აღემატება”, – წერია განცხადებაში.

გამოძიების ამ ეტაპზე მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთების ნაწილი დაბრუნებულია სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ნაწილზე ბიუჯეტში შეტანილია შესაბამისი თანხა ზიანის ანაზღაურების სახით.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.