ქალაქ ფოთში მდინარე რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მდინარე რიონზე აშენდება ახალი, 8 მალიანი, 436 მეტრის სიგრძის საავტომობილო ხიდი. ხიდთან ერთად აშენდება მისასვლელი გზებიც და ხიდისა და მისასვლელი გზების სიგრძე ჯამში 2 კმ-მდე იქნება. ახალი ხიდის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 2...
ჩვენს ქვეყანაში ქართველები ძირითადად გალის რაიონში ცხოვრობენ, იქ დაახლოებით 45 ათასი ცხოვრობს. უმეტესობას არ აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა, მაგრამ ისე ცხოვრობენ, როგორც ყოველთვის. შეგახსენებთ, რომ ქართული მხრიდან დევნილთა დაბრუნების საკითხი ოდესღაც იდგა, ახლა ეს საკითხი დახურულია, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა „არგუმენტები და ფაქტებთან“ განაცხადა. მისი თქმით, „საქართველოსა და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება ხელმოწერილი არ...
24 მაისს, სოფელი არაფლოს მოსახლეობაში მიწის და სარწყავი წყლის არხის გაყვანის გამო კონფლიქტი შეიქმნა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. არაფლოელი ილჰამ ჰუსეინოვი აცხადებს, რომ მისმა თანასოფლელმა რიზვან მამედოვმა ცხოველებისათვის საძოვრებად განკუთვნილი მიწა უკანონოდ მიითვისა, დაამუშავა და სიმინდი დათესა, ამჟამად კი გზის პირას არხს თხრის, რათა სათბურამდე სარწყავი წყალი მიიყვანოს. „სახელმიწოს, პროკურატურას, ზედამხედველობას ყველგან მივმართე. დოკუმენტები მოვიდა, უფლების გარეშე ამუშავებს ამ მიწას. მე...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან"- გორი-ნიქოზის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ეხმაურება. ბექა ქორჩილავა მიმდინარე სამუშაოებს, მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს. მისი თქმით, ამომრჩევლის გულის მოგებას "ქართული ოცნება" სოფლებში ასფალტის "ნაჭრებად" დაგებით ცდილობს. "მოახლოვდა არჩევნები და დაიწყო გორი-ნიქოზის დამაკავშირებელი მაგისტრალის რეაბილიტაცია. ტრადიციად ჩამოაყალიბდა უკვე, ყოველ არჩევნების წინ გადათხრიან და აკერებენ, ხელახლა აღარ კერდება! მნიშვნელოვანია დროულად მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა და მხოლოდ საარჩევნოდ არ ახსენდებოდეთ ხალხი",- განაცხადა ქორჩილავამ.
2020 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 194.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.5 პროცენტით ნაკლებია,- ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“  ავრცელებს. უწყების ბოლო მონაცემებით, 2020 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 6.4 პროცენტით შემცირდა და 1 100.5 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 4.4 პროცენტით შემცირდა და 321.4 ლარს გაუტოლდა. ცნობილია ისიც,...
ქუთაისის "ტორპედო" კვლავ მთავარი მწვრთნელის გარეშეა. მიხეილ აშვეთიას წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის ადგილი კვლავ ვაკანტურია. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს. ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, ქუთაისის "ტორპედოს" დროებით შოთა ბაბუნაშვილი წვრთნის, რომელიც გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრია. "ჯერ-ჯერობით სიახლე არ გვაქვს. კლუბის ინტერესია, რაც შეიძლება მალე მოიყვანოს მთავარი მწვრთნელი. ამ დროისთვის კონკრეტული ვადა ახალი მწვრთნელის დანიშვნის უცნობია,"-აცხადებენ კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. კლუბში არ ამბობენ,...
COVID 19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე შემთხვევების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საქართველოს 41 686 368 ლარი აქვს დახარჯული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს. რაც შეეხება ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, უწყება ხარჯების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს და განმარტავს, რომ ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან კომუნიკაციის დოკუმენტაცია მათ კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენს. „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის „ახალი...
ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო, ევროპა ნოსტრას პრიზი გადაეცა. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო/ ევროპა ნოსტრას პრიზი ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამას ერგო. ევროკომისიისა და ორგანიზაცია ევროპა ნოსტრას კონკურსში საქართველოდან წარდგენილ სანომინაციო განაცხადი ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა სხვა რვა ნომინანტთან ერთად, რომლებიც კონსერვაციის კატეგორიაში სამაგალითო მიღწევებად დასახელდა. 2021...
საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე იხილავს. საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, შალვა პაპუაშვილმა წარმოადგინა. საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით განსაკუთრებული სიახლე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. კერძოდ, არსებულთან შედარებით, 2021 წელს არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფრო მეტად პროპორციული იქნება - თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში თანაფარდობა საკრებულოს წევრებისა იქნება ოთხი ერთზე, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა იქნება ორი...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ მოაწერეს. მემორანდუმი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების გაძლიერების მიმართულებით სკოლებში მხარეებს...
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პროექტს ახორციელებს. ბიოსფერული რეზერვატი მოდელური რეგიონია, რომელიც ხელს უწყობს რეგიონულ განვითარებას, მდგრადი სოფლის მეურნეობის წარმოებასა და ეკოტურიზმის პოპულარიზაციას. ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლ ჯანიაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ბიოსფერული რეზერვატის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და ფრინველებზე დაკვირვების კოშკურა გახსნეს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა სარეკრეაციო სივრცის მოწყობა...
წინა სტატია ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების" წევრის დიმიტრი ჭეიშვილის გიორგი გახარიას გუნდში გადასვლას, „ქართული ოცნების" აჭარის ორგანიზაციაში გამოეხმაურნენ. როგორც აჭარის უმღლესი საბჭოს წევრი გიორგი მანველიძე აცხადებს, დიმიტრი ჭეიშვილი განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე გარიცხეს პარტიიდან, რადგან შიდაპარტიული დისციპლინის ხშირი დარღვევა ფიქსირდებოდა. მისი თქმით, დიმიტრი ჭეიშვილი არშემდგარ გუნდში გადადის. „დიმიტრი ჭეიშვილი, განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, გაირიცხა პარტიიდან. მიზეზი კი მისი მხრიდან შიდაპარტიული დისციპლინის ხშირი დარღვევა და...
ბათუმის ბოტანიკური ბაღი ტურისტული სეზონისთვის მზად არის, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელთან ერთად, ბაღში ტურისტული სეზონის მზადებას ადგილზე გაეცნო. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ბათუმის ბოტანიკური ბაღი ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება. ,,ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ჩვენი ქალაქისა და რეგიონის სავიზიტო ბარათი, ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება. სერვისები, რასაც აქამდე ვთავაზობდით...
2020-2021 წლის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საათების გაცდენის შემთხვევაში მოსწავლეები შემაჯამებელი-კომპლექსური დავალების საფუძველზე შეფასდებიან. შესაბამის ბრძანებას ხელს აწერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. 21 მაისს ხელმოწერილ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი-კომპლექსური დავალება და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ. შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა კი იქნება საგნის წლიური ქულა. „2020-2021 სასწავლო წელს საბაზო-საშუალო საფეხურის ის...
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბეჟან წაქაძე გამოდის ინიციატივით, რომ მოქალაქეებს მიწები სიმბოლურ ფასად, გარკვეული ვალდებულებით გადაეცეს. აღნიშნული განცხადება მან პარლამენტში გააკეთა, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწების ფასდაკლებით შეძენის ინიციატივაზე მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა. „მინდა გამოვეხმაურო ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ინიციატივას, რომელიც ეხება იჯარით გაცემული სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო მიწების ფასდაკლებით შეძენას. ძალიან კარგი ინიციატივაა და ამ ინიციატივის დაანონსების შემდეგ, ვიმყოფებოდი ჩემს რეგიონში და შევხვდი უამრავ ადამიანს, რომელიც...
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, „კომენდანტის საათის“ მოხსნა-არმოხსნა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. როგორც მან საკოოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინზე განმარტა, თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა, შესაძლებელია, ქვეყანა იძულებული გახდეს, კვლავ დამატებითი რეგულაციები შემოიღოს. “ყველა შეზღუდვა და რეგულაცია, რომელსაც ამ ქვეყანაში ვაწესებთ, არის თანმიმდევრული და უკავშირდება არსებულ ეპიდემილოგიურ ვითარებას. შესაბამისად, თუ იქნება იმის საშუალება, რომ შეზღუდვები კიდევ უფრო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ