ჩვენს ქვეყანაში ქართველები ძირითადად გალის რაიონში ცხოვრობენ, იქ დაახლოებით 45 ათასი ცხოვრობს. უმეტესობას არ აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა, მაგრამ ისე ცხოვრობენ, როგორც ყოველთვის. შეგახსენებთ, რომ ქართული მხრიდან დევნილთა დაბრუნების საკითხი ოდესღაც იდგა, ახლა ეს საკითხი დახურულია, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა „არგუმენტები და ფაქტებთან“ განაცხადა.
მისი თქმით, „საქართველოსა და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება ხელმოწერილი არ არის“.
„ისინი ჩვენ არ გვაღიარებენ, ვერ ხედავენ აფხაზეთს, როგორც სახელმწიფოს. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს არანაირი სახელმწიფოთაშორისი კონტაქტი. გვაქვს მხოლოდ ჟენევის მოედანი რუსეთის მონაწილეობით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთის სახელმწიფო სტატუსის განხილვას არც საქართველოსთან და არც სხვასთან არ ვაპირებთ. ამას ხალხი განსაზღვრავს, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ეს თემა სამუდამოდ დახურულია,“- აღნიშნა ბჟანიამ.