„გზების დაგება ქოცურად“ – „ენმ“ გორში მიმდინარე სამუშაოებს არჩევნებს უკავშირებს

379

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”- გორი-ნიქოზის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ეხმაურება.

ბექა ქორჩილავა მიმდინარე სამუშაოებს, მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს. მისი თქმით, ამომრჩევლის გულის მოგებას “ქართული ოცნება” სოფლებში ასფალტის “ნაჭრებად” დაგებით ცდილობს.

“მოახლოვდა არჩევნები და დაიწყო გორი-ნიქოზის დამაკავშირებელი მაგისტრალის რეაბილიტაცია. ტრადიციად ჩამოაყალიბდა უკვე, ყოველ არჩევნების წინ გადათხრიან და აკერებენ, ხელახლა აღარ კერდება! მნიშვნელოვანია დროულად მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა და მხოლოდ საარჩევნოდ არ ახსენდებოდეთ ხალხი”,- განაცხადა ქორჩილავამ.