პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია 20 პრობლემური საარჩევნო უბნის გადათვლას დღეს დაასრულებს. პროფესიული ნიშნით შერჩეულმა 12-მა დამთვლელმა თბილისის 10 საარჩევნო უბნის შედეგები, ორ ოთახში, პარალელურ რეჟიმში, პირდაპირ ეთერში გადაითვალა.
პროცესს მონიტორინგს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები უწევდნენ.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შერჩეული საარჩევნო უბნების ბიულეტენების ხელახლა გადათვლა 3 ივნისს დაიწყო.
საბურთალოს რაიონში, ბუკიას ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
პროექტის შედეგად, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ინფრასტრუქტურა, მათ შორის, არსებული შადრევანი და ჭადრაკის სივრცე სრულად განახლდება. LED განათების ქსელი და საპარკე სკამები მოეწყობა. ასევე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება.
ბუკიას ბაღში საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე იმყოფებოდა და სარეაბილიტაციო პროექტის დეტალებს გაეცნო.
„ეს არის სკვერი, რომელიც საბურთალოს ცენტრში მდებარეობს და ამ...
საქართველოს მთავრობამ ქვეყნის განვითარების 10-წლიანი სტრატეგიის მოსამზადებლად ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე რთულად განსაჭვრეტი პერიოდი შეარჩია, რადგან პანდემიის გათვალისწინებით ზრდის მოლოდინები მაღალი სიხშირით იცვლება. თუკი რამდენიმე დღის წინ მთავრობა 2021 წელს 4.3%-იან ზრდას ელოდა, ორშაბათს აპრილის 44.8%-იანი ეკონომიკური ზრდის შესახებ წარდგენილი ანგარიშის შემდეგ ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 6.5%-მდე გაიზარდა, რაც სწრაფად ცვალებად გარემოზე მეტყველებს.
აპრილიდან მოყოლებული მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროები 10-წლიანი განვითარების სტრატეგიაზე...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე თანამდებობას ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. ამის შესახებ განცხადება ქეთევან ბაქარაძემ "ფეისბუქზე" გაავრცელა:
"...საკუთარ,მამა-პაპისეულ სახლებში ღირსეულად დაბრუნებაა უმთავრესი სურვილი თითოეული ჩვენთაგანისთვის. რასაკვირვლია,მეც ერთერთი ვარ იმ მრავალრიცხოვან დევნილთაგან,რომელსაც ამ მიზნისკენ ბრძოლის დაუძლეველი სურვილი მამოძრავებს;
აქედან გამომდინარე,ვიღებ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას,ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და ვუერთდები გუნდს,რომლის ხედვები,დეოკუპაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სრულ თანხვედრაშია ჩემთან; გუნდი,რომელიც წარმოდგენილია...
დევნილებსა და ეკომიგრანტებს „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გრანტები გადაეცემათ. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროგრამა დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს. გრანტის ოდენობა, საშუალოდ, 16 000 ლარს შეადგენს.
„დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის ზრდა წარმოადგენს.
ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების...
მერობის კანდიდატი უნდა დასახელდეს კვლევების საფუძველზე. კვლევებმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი პოლიტიკოსი არის ყველაზე პოპულარული თბილისში - „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა. უკვე ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკოსი ვერ გაიმარჯვებს, ეს არაერთხელ ვნახეთ. ამიტომ კვლევებმა უნდა გადაწყვიტოს ვისზე უნდა შეთანხმდეს ერთობლივად ოპოზიცია, - ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე დედაქალაქის მერის კანდიდატთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიას.
ანა დოლიძე ოთხ მიზეზს ასახელებს, თუ რატომ არ...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 521 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 41 პირი დააჯარიმა. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 371 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 109 ფაქტი გამოვლინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები,...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორი დავით წითლიძე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი სამცხე-ჯავახეთში საირიგაციო სისტემებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და გრძელვადიანი განვითარების გეგმა დასახეს. ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია" ავრცელებს.
მათ ის სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები შეაფასეს, რომლებიც ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში უკვე განხორციელდა.
იმსჯელეს რეგიონში სარწყავი სისტემების აღდგენისათვის...
შუქრუთის მაცხოვრებლები პროტესტის 25-ე დღეს მშრალ შიმშილს აცხადებენ და სასმელი წყლის მიღებაზე უარს ამბობენ.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მოშიმშილეებიდან სამი ადამიანის მდგომარეობა დამძიმდა, ერთ-ერთ მათგანს კი გადაადგილებაც უჭირს.
"გადავდივარ მშრალ შიმშილობაზე. ამ დროის მანძილზე სამწუხაროდ არავინ არ დაგვკავშირებია ჩვენ, არავინ მოსულა ჩვენთან არც სახელმწიფოდან, არც სახალხო დამცველი. ან გადაიდგმება რეალური ქმედითი ნაბიჯები, ან არადა ყველა დაინახავს, რომ ამერიკის საელჩოს წინ ყველა დავიხოცებით",...
აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის მოხსენებით დაიწყო. სხდომაზე, რომელსაც ახლად დარეგისტრირებული ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაესწრნენ, 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს.
ჯაბა ფუტკარაძემ, ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების წარდგენის პარალელურად, სამინისტროებისა და მათთან დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა. მომხსენებელმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს და მოისმინა ოპოზიციისა და უმრავლესობის მოსაზრებები.
ძირითადი...
ჩვენ უნდა შევქმნათ პროგრამა და ჩავატაროთ გენერალური რეპეტიცია, თუ როგორ შეიძლება კოალიციურად იმართოს ამხელა ქალაქი - ამ იდეას აქვს სერიოზული პერპექტივა, ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ თბილისი უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკა,- ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე მის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
მან კოლეგებს მოუწოდა, ნუ იქნება თავდასხმა იმ მოდელზე, რომელზეც საჯაროდ ისაუბრა, რადგან როგორც ამბობს, ეს იდეა მსჯელობას იმსახურებს.
„ოპოზიციურ...
ზოგიერთი პირის/ორგანიზაციის მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განმარტავს, რომ შპს „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დაანგარიშება მაისში მოქმედი ტარიფით მოხდება.
მათივე ცნობით, არსებული რეგულაციების შესაბამისად, კომპანია ვალდებულია ბუნებრივი გაზის მრიცხველის წაკითხვა და მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა ყოველთვიურად, თვეში ერთხელ განახორციელოს.
„კომპანია მრიცხველის წაკითხვას ახორციელებს მის მიერ განსაზღვრული...
ბათუმში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა მინისტრთან და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ადგილზე გაეცნო.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მიუხედავად პანდემიისა, არცერთი საინვესტიციო პროექტი არ გაჩერებულა და ამ ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ასევე ეკონომიკის გასაძლიერებლად.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, მთავრობის პრიორიტეტს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენს.
,,პანდემიის მიუხედავად, მსხვილი კერძო...
ამნისტიის კანონპროექტი ზუსტად იმ სახით უნდა მივიღოთ, რა სახითაც მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენთვის მთავარია, ამნისტიის შესახებ კანონი იმ სახით მივიღოთ, რა სახითაც არის ის ინიცირებული ჩვენ მიერ. ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არის სრულ შესაბამისობაში მიშელის დოკუმენტთან, აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ ეს კანონპროექტი ზუსტად იმ სახით, რა...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ხუთ სოფელში გზების მოასფალტებას აპირებს. მარნეულის მერიამ სოფლებში გზების რეაბილიტაცია/დაგების მიზნით ორი ტენდერი 2 ივნისს გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულებაც 2 064 728 ლარს შეადგენს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
პირველი ტენდერის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ დამიაში, იმირჭალასა და ხიხანში შიდა გზებს დააგებს. აღნიშნული სამუშაოების შესყიდვისათვის მერიამ 1 241 299 ლარი გამოყო.
მეორე ტენდერი სოფელ დოლისყანაში მისასვლელი გზის მოასფალტებისა...
გორის კულტურისა და დასვენების პარკი "ახალბაღის" რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში შპს Award-მა გაიმარჯვა, რომელიც პარკის რეაბილიტაციას 8 950 000 ლარად განახორციელებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
კომპანიის დირექტორი ირაკლი ჭკადუაა, რომელიც ამავდროულად, მმართველი პარტიის დამფინანსებელიცაა. მან 2017 წელს "ქართულ ოცნებას" 10 000 ლარი შესწირა. აღსანიშნავია, რომ კომპანიას აქამდე გორში არცერთი პროექტი არ განუხორციელებია.
"პარკის ტერიტორია მოიცავს დიდ ფართობს - დაახლოებით 11,96 ჰექტარს. საპროექტო ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































