პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია 20 პრობლემური საარჩევნო უბნის გადათვლას დღეს დაასრულებს. პროფესიული ნიშნით შერჩეულმა 12-მა დამთვლელმა თბილისის 10 საარჩევნო უბნის შედეგები, ორ ოთახში, პარალელურ რეჟიმში, პირდაპირ ეთერში გადაითვალა.
პროცესს მონიტორინგს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები უწევდნენ.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შერჩეული საარჩევნო უბნების ბიულეტენების ხელახლა გადათვლა 3 ივნისს დაიწყო.