საბურთალოს რაიონში, ბუკიას ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
პროექტის შედეგად, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ინფრასტრუქტურა, მათ შორის, არსებული შადრევანი და ჭადრაკის სივრცე სრულად განახლდება. LED განათების ქსელი და საპარკე სკამები მოეწყობა. ასევე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება.
ბუკიას ბაღში საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე იმყოფებოდა და სარეაბილიტაციო პროექტის დეტალებს გაეცნო.
„ეს არის სკვერი, რომელიც საბურთალოს ცენტრში მდებარეობს და ამ ტერიტორიის კეთილმოწობა, როგორც ჩვენთვის, ასევე, მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 871 141 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კი, კომპანია “გრინსერვისი+” შეასრულებს.