კობახიძე: ამნისტიის კანონპროექტი ზუსტად იმ სახით უნდა მივიღოთ, რა სახითაც მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს

369

ამნისტიის კანონპროექტი ზუსტად იმ სახით უნდა მივიღოთ, რა სახითაც მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენთვის მთავარია, ამნისტიის შესახებ კანონი იმ სახით მივიღოთ, რა სახითაც არის ის ინიცირებული ჩვენ მიერ. ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არის სრულ შესაბამისობაში მიშელის დოკუმენტთან, აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ ეს კანონპროექტი ზუსტად იმ სახით, რა სახითაც ამას ითვალისწინებს მიშელის დოკუმენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს უმრავლესობიდან შესთავაზა დოკუმენტის მათი ვერსიიდან ამოიღონ ჩანაწერი ამნისტიაზე თანხმობასთან დაკავშირებით, ოპოზიციას კი სთავაზობს, უარი თქვას ჩანაწერზე დაზარალებულის თანხმობის შესახებ.