აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდში გადადის

459

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე თანამდებობას ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. ამის შესახებ განცხადება ქეთევან ბაქარაძემ “ფეისბუქზე” გაავრცელა:

“…საკუთარ,მამა-პაპისეულ სახლებში ღირსეულად დაბრუნებაა უმთავრესი სურვილი თითოეული ჩვენთაგანისთვის. რასაკვირვლია,მეც ერთერთი ვარ იმ მრავალრიცხოვან დევნილთაგან,რომელსაც ამ მიზნისკენ ბრძოლის დაუძლეველი სურვილი მამოძრავებს;

აქედან გამომდინარე,ვიღებ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას,ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და ვუერთდები გუნდს,რომლის ხედვები,დეოკუპაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სრულ თანხვედრაშია ჩემთან; გუნდი,რომელიც წარმოდგენილია ღირსეული,წესიერი, კომპეტენტური ადამიანებით; გუნდი,რომელსაც ჰყავს საუკეთესო ლიდერი-გიორგი გახარია,რომელიც მჯერა,რომ თავისი პიროვნული თვისებებით,ღირებულებებით, ერუდიციით,ეფექტიანი მართვით,მათ შორის კრიზისული სიტუაციების წარმატებული მართვითა და დასახული მიზნებით ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს ჩვენი ქვეყნისთვის,საქართველოსთვის! უდიდესი პატივია ჩემთვის გავხდე ახალი პოლიტიკურიპლატფორმის წევრი, რომელმაც ნდობა გამომიცხადა, რათა ჩემი გამოცდილება,რესურსი კიდევ უფრო მეტად იყოს რეალიზებული და მხარდაჭერილი ახალი გამოწვევების დასაძლევად,საერთო მიზნის მისაღწევად,”- წერს უკვე ყოფილი მინისტრი.