„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდის გარემოს ამსახველი დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს, მათ შორის, საარჩევნო კანონმდებლობის მიმდინარე რეფორმის, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის, აგრეთვე, მედიასა და სახელმწიფო უწყებებში მიმდინარე პროცესების შეფასებას მოიცავს.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ინფორმაციით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები სხვა მსგავსი არჩევნებისგან...
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრისს მოადგილეს ეკატერინე დგებუაძეს შეხვდა. შეხვედრაზე სკოლის მიღმა დაჩენილი ბავშვების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ სარჯველაძე დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ბავშვთა იდენტიფიკაცია და საგანმანათლებლო სერვისების მიწოდება. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ საჭიროებებზე, რაც შეიძლება გაჩნდეს საკანონმდებლო ცვლილებების თვალსაზრისით.
„რამდენიმე მიმართულებით საკმაოდ თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი წინსვლაა, რაც დამაიმედებელია....
მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება ზაფხულში. ივლისი იქნება პირველი თვე, რომელიც აქტიურად იქნება დატვირთული ვაქცინაციით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს კლინიკებთან. „დამატებით 16 ჰოსპიტალი და 15 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება თბილისში მზადაა იმისთვის, რომ ჩაერთოს ეტაპობრივად პროგრამაში“, - განაცხადა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, კოვიდით ინფიცირების დატვირთვა მცირდება და კლინიკებმა...
განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომელი ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ასევე განიხილება სავალდებულო ტესტირების მოდიფიცირება, სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაცია და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო.
„განიხილება შესაძლელობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედება იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ე.წ. მწვანე საშვი. მიმდინარეობს...
ივლისის თვიდან ჩვენ ვაქცინების საკმაო რაოდენობა გვექნება იმისთვის, რომ გაფართოებული კამპანია დავიწყოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ივნისის ბოლომდე „ასტრაზენეკას“ დარჩენილი 43 000 დოზა, ქვეყანაში ჩამოვა.
„ასტრაზნეკას“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია ვისაც უწევს, 22 ივნისის შემდეგ დაემატება ადგილები და ყველას ვისაც, პირველი დოზა აქვს გაკეთებული, აუცილებლად ექნება მეორე დოზის...
იგეგმება რეგისტრაციისთვის დამატებითი ადგილების შექმნა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგთან ერთად უკვე ახორციელებს ე.წ. ვაქცინაციის ოფიცრების პროგრამას, რომელშიც ჩართულები არიან სამედიცინო რეზიდენტები, მაღალი კურსის სტუდენტები. ისინი ტაბლეტებით არიან აღჭურვილი და ივლიან სკოლებში, სხვადასხვა საზოგადოებრივ ადგილას იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ ინფორმაცია აცრების შესახებ...
პარლამენტში ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა საკომიტეტო ფორმატში გრძელდება. დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები გასულ წელს განხორციელებული პროექტების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შეფასებით, მიუხედავად პანდემიის ფონზე არსებული გამოწვევებისა, ბიუჯეტში გაწერილი გეგმა და პროექტები ეფექტიანად განხორციელდა.
„ივლისიდან, როგორც თბილისში, ისე - რეგიონებში, ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება, დამატებითი ადგილები შეიქმნება, სამედიცინო დაწესებულებებში ბრიგადები დაემატება და საზოგადოებრივ სივრცეებში, ვაქცინაციის ცენტრები მოეწყობა. ეს მოხდება იმ დოზების ხარჯზე, რომელსაც ქვეყანა ელოდება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, უწყებას უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკებები მოლებთან და გამონახულია დიდი სივრცეები, სადაც სამედიცინო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 299 ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 299 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის...
დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის განვითარება გაგრძელდება ჩვენი გუნდის ლიდერობით და ის მხარდაჭერა, რაც კახა კალაძეს ჩვენი საზოგადოების მხრიდან აქვს, მომავალში, რასაკვირველია, ასევე დარჩება ჩვენი გუნდის მთავარ მამოძრავებელ ძალად, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება კახა კალაძის მხრიდან საქმიანობის ანგარიში წინასაარჩევნო კამპანიას, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ეს ანგარიში განპირობებულია იმით, რომ კახა კალაძე პასუხისმგებლიანია და თავის ანგარიშვალდებულებას საზოგადოებასთან ყოველთვის აფიქსირებს.
„დღეს, როდესაც ის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყანაში ზედაპირული და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესებისთვის აქტიურად მუშაობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში, მოეწყო და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების სადამკვირვებლო სადგურები, რომლებიც ძირითადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებელი პარამეტრების (წყლის დონე,...
2018-2021 წლებში, თბილისში სამი გზაგამტარი აშენდა და ათი ხიდი რეაბილიტირდა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მან რამდენიმე განსაკუთრებული პროექტის შესახებ ისაუბრა.
„გამორჩეული პროექტია კარტოზია - ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა. სამუშაოების დაწყებამდე აქ გვქონდა მუდმივი პრობლემა საცობის სახით და მას შემდეგ, რაც ეს ობიექტი დასრულდა, აქ პრობლემა აღარ...
მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით, სამუშაოების მეორე ეტაპი ექსპერტული პროექტის შესაბამისად განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროცესით გამოწვეული რისკი დღეისათვის აღარ არსებობს.
„პირველადი სამუშაოები, რაც საჭირო იყო ამ მეწყრული პროცესის შემცირებისთვის, უკვე განხორციელებულია. რამდენიმე დღეში ველოდებით ექსპერტულ პროექტს, რომლის მიხედვით დავიწყებთ მეორე ეტაპის სამუშაოებს და დაახლოებით,...
ისეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, როგორიცაა ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, დედაქალაქში უახლოეს პერიოდში დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
ბენდელიანის თქმით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და პროცედურების დასრულების შემდეგ, შესაბამისი სამუშაოები დაიწყება.
„უახლოეს პერიოდში დაიწყება ქეთევან დედოფლის გამზირის...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვალდებულია, საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქში გაკეთდა ან ვერ გაკეთდა.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უკავშირდება თუ არა მის მიერ საქმიანობის ანგარიშის წარდგენა წინასაარჩევნო კამპანიას.
„ჩვენ 2017 წელს საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი საარჩევნო პროგრამა, რომელიც 7 ძირითადი მიმართულებისგან შედგებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ წელს შემოდგომაზე მეწურება მანდატი, ვალდებული ვარ, საზოგადოებას ჩავაბარო სრული ინფორმაცია იმ...
ბოლო წლების განმავლობაში, დედაქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ვითარება რადიკალურად შეიცვალა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და საზოგადოებას თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა.
როგორც მან აღნიშნა, ქალაქში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ საზოგადოებასთან ხშირი კომუნიკაცია მიმდინარეობს.
„ჩვენ 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საზოგადოებას შევთავაზეთ შვიდი ძირითადი მიმართულება/პოლიტიკა, რაზეც კონკრეტული პროგრამები და პროექტები გვქონდა გაწერილი. რა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































