გაბუნია: ზაფხულში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება

429

მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება ზაფხულში. ივლისი იქნება პირველი თვე, რომელიც აქტიურად იქნება დატვირთული ვაქცინაციით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს კლინიკებთან. „დამატებით 16 ჰოსპიტალი და 15 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება თბილისში მზადაა იმისთვის, რომ ჩაერთოს ეტაპობრივად პროგრამაში“, – განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, კოვიდით ინფიცირების დატვირთვა მცირდება და კლინიკებმა გამოხატეს მზაობა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის. „თბილისში დამატებითი ვაქცინაციის ადგილები გაჩნდება და გარდა ამისა, მიდის მუშაობა თავშეყრის ადგილებში ვაქცინაციის დიდი წარმადობის ცენტრების მოწყობაზე, რომელსაც მეთვალყურეობას გაუწევს ჯანდაცვის სამინისტრო და იქ უსაფრთხოებისა და მომსახურების სტანდარტები იქნება დაცული“, – განაცხადა გაბუნიამ.ჯანდაც