ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრისს მოადგილეს ეკატერინე დგებუაძეს შეხვდა. შეხვედრაზე სკოლის მიღმა დაჩენილი ბავშვების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ სარჯველაძე დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ბავშვთა იდენტიფიკაცია და საგანმანათლებლო სერვისების მიწოდება. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ საჭიროებებზე, რაც შეიძლება გაჩნდეს საკანონმდებლო ცვლილებების თვალსაზრისით.
„რამდენიმე მიმართულებით საკმაოდ თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი წინსვლაა, რაც დამაიმედებელია. ვფიქრობთ, რომ გაჩნდება კონკრეტული ცვლილებების გატარების საჭიროება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.