პარლამენტში ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა საკომიტეტო ფორმატში გრძელდება

488

პარლამენტში ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა საკომიტეტო ფორმატში გრძელდება. დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები გასულ წელს განხორციელებული პროექტების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შეფასებით, მიუხედავად პანდემიის ფონზე არსებული გამოწვევებისა, ბიუჯეტში გაწერილი გეგმა და პროექტები ეფექტიანად განხორციელდა.