კალაძე: ვალდებული ვარ, საზოგადოებას ჩავაბარო სრული ინფორმაცია პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც გაკეთდა, ან ვერ გაკეთდა

223

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვალდებულია, საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქში გაკეთდა ან ვერ გაკეთდა.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უკავშირდება თუ არა მის მიერ საქმიანობის ანგარიშის წარდგენა წინასაარჩევნო კამპანიას.

„ჩვენ 2017 წელს საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი საარჩევნო პროგრამა, რომელიც 7 ძირითადი მიმართულებისგან შედგებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ წელს შემოდგომაზე მეწურება მანდატი, ვალდებული ვარ, საზოგადოებას ჩავაბარო სრული ინფორმაცია იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც გაკეთდა, ან ვერ გაკეთდა, ასევე იმაზე, რა არის გამოწვევები და პრობლემები“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ორბელიანის მოედანზე კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.