ივლისის თვიდან ჩვენ ვაქცინების საკმაო რაოდენობა გვექნება იმისთვის, რომ გაფართოებული კამპანია დავიწყოთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ივნისის ბოლომდე „ასტრაზენეკას“ დარჩენილი 43 000 დოზა, ქვეყანაში ჩამოვა.
„ასტრაზნეკას“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია ვისაც უწევს, 22 ივნისის შემდეგ დაემატება ადგილები და ყველას ვისაც, პირველი დოზა აქვს გაკეთებული, აუცილებლად ექნება მეორე დოზის მიღების შესაძლებლობა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.