იგეგმება რეგისტრაციისთვის დამატებითი ადგილების შექმნა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგთან ერთად უკვე ახორციელებს ე.წ. ვაქცინაციის ოფიცრების პროგრამას, რომელშიც ჩართულები არიან სამედიცინო რეზიდენტები, მაღალი კურსის სტუდენტები. ისინი ტაბლეტებით არიან აღჭურვილი და ივლიან სკოლებში, სხვადასხვა საზოგადოებრივ ადგილას იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ ინფორმაცია აცრების შესახებ და ასევე დაეხმარონ მათ რიგის დაჯავშნაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.