გლდანში, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა გამაფრთხილებელი აქცია გამართა. აქციის მონაწილეები პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ისინი ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ხელფასი შეუმცირდათ. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ ყვითელი მიკროავტობუსები გადაუფორმდეს მათ და გადაეცეთ საკუთრებაში, როგორც ეს იყო შეთანხმებული.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ყვითელი მიკროავტობუსები ორი წლის წინ უნდა გადასცემოდათ, თუმცა, ამ დრომდე მათ საკუთრებაში არ არის.
აქციის მონაწილეების თქმით, მოთხოვნების...
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც აბასთუმანში ელექტრომობილების პარკინგის მშენებლობას ეხება, მხოლოდ ერთი კომპანია, შპს „ზიმო“ მონაწილეობს, ამჟამად ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში პარკინგის ასაშენებლად შპს 11 648 393 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
შპს ზიმო ყოფილ პრემიერმინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. სწორედ ეს კომპანია ახორციელებდა გურიაში, კერძოდ, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში სხვადასხვა ჯიშის ხეების...
ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის კომპანიები „ბონდი 2009” და „მონოლითი 2005” აჭარაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთი ძირითადი განმახორციელებლები არიან. 2010-2021 წლებში ორივე კომპანიამ უმეტესად ბათუმის მერიიდან და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან სახელმწიფო შესყიდვებიდან 130 მილიონ ლარამდე მიიღო, მათ შორის 68% - უკონკურენტო, მეტოქე კომპანიების დისკვალიფიკაციისა და გამარტივებული ხელშეკრულებების პირობებში. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევაშია ნათქვამი.
ტენდერებიდან ასეულათასობით ლარს...
სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილი დარღვევებისა და ბიუჯეტის თანხების მითვისებისთვის გასამართლებულმა ოთხმა პირმა, სამცხე-ჯავახეთში 2014-2021 წლებში, 80 სახელმწიფო შესყიდვიდან 7 442 197 ლარი მიიღო. კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" აქვეყნებს.
ნოდარ ბალახაშვილი
ნოდარ ბალახაშვილს, 2014-2018 წლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯერ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა, შემდეგ კი ამავე საკითხებში მერის, ზაზა მელიქიძის მრჩეველი იყო. თვითმმართველობაში თანამდებობის დაკავებამდე, ნოდარ ბალახაშვილი საპროექტო კომპანია, შპს „მშენსერვისი 2012“-ის 100%...
პროფესიულ სასწავლებლებში არსებულ პროგრამებზე მიღების წესები იცვლება და ის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კოლეჯებზე გავრცელდება. პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია კი, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში გამოცხადდება. 2021 წლის რეგისტრაციის შედარებით დაგვიანების მიზეზი პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა და დაგეგმილი ცვლილებებია. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
პროფესიულ პროგრამებზე მიღება გამოცხადდება, როგორც ტრადიციულ, ასევე ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლის დასრულების შემდეგაც, კურსდამთავრებულები ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ. წელს...
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოსახლეობის მონაწილეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად, პეტიციის წარდგენაა განსაზღვრული. ანუ, ადამიანებს უფლება აქვთ, მოიწვიონ საკრებულოს სხდომა, გამართონ დასახლების საერთო კრება, ჩაერთონ ბიუჯეტის შემუშავებისა და განხილვის პროცესში. მუნიციპალიტეტში უნდა ფუნქციონირებდეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. თანამდებობის პირები კი მათი საქმიანობის საჯაროობას, ანგარიშის წარდგენის სახით უნდა უზრუნველყოფდნენ. ეს, კოდექსით მათი ვალდებულებაა. რა პრაქტიკა გვაქვს ამ კუთხით აჭარის რეგიონში,...
წინა სტატია
აჭარის ეკონომიკის მინისტრსა და ბობოყვათში მცხოვრებ მოსახლოებას შორის გამართული შეხვედრა 17 ივნისს უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. მოლაპარაკების პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი წერს.
ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ვინაიდან რეესტრმა მოქალაქეებს მიწები არ დაუკანონა, ე.ი. საკუთრების შესახებ კანონით დადგენილი დოკუმენტაცია არ არსებობს, მინისტრს კი კანონმდებლობა არ აძლევს საშუალებას საკითხში ჩაერიოს.
რაც შეეხება ბობოყვათის მკვიდრებს, ისინი აუქციონის გაუქმებას...
წნორში მდებარე “ცოდნის კაფეს” ასაშენებლად ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობამ 130 ათასი ლარი საჩუქრად მის დამფუძნებლებს გადასცა. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
16 ივნისს, ერთობლივ მემორანდუმს მოეწერა ხელი, ევროკავშირის წარმომადგელობასა და “ცოდნის კაფეს” შორის, რომლის მიხედვითაც ევროკავშირმა “ცოდნის კაფეს” მწვანე კარკასის ასაშენებლად ზემოაღნიშნული შემოწირულობა გადასცა მის დამაარსებლებს.
“დაუჯერებელ მიზანს ხომ მივაღწიეთ და ასე, აგურ-აგურ ვაკოწიწეთ და მიწა ვუყიდეთ ცოდნის კაფეს 39.380 ლარად წნორში.
მეორე...
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს „ამნისტიის შესახებ“ კანონს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას.
როგორც თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტის დანარჩენ ვალდებულებებს აბსოლუტურად იზიარებს.
„ამნისტიის შესახებ“ კანონი უკიდურესად მავნებლურია და „ქართული ოცნების“ მიერ აღებულ ვალდებულებებს არ ეთანხმება. ამას მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები ამბობენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კანონის...
წინა სტატია
თბილისში ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი მეორედ, გაზრდილი ღირებულებით გამოცხადდა. ამჯერად, დედაქალაქის მთავრობა მზადაა, გამზირის რეაბილიტაციაზე 2 მლნ ლარით ძვირი გადაიხადოს. 3 ივნისს გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 6 090 839 ლარია, მაშინ როდესაც პირველ ტენდერში შესყიდვის ღირებულება 4 670 999 ლარი იყო. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
პროექტის გაძვირების მიზეზები თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა გადაცემა "საქმის კურსში" განმარტა.
„პირველად გამოცხადებული...
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასა და ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესი დამტკიცდა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
ინფორმაცია გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხმაურზე რეაგირების საფუძველი შეიძლება გახდეს დაინტერესებული პირის განცხადება, ან ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტი.
დადგენილების თანახმად, ხმაური გაიზომება სპეციალური ხმაურმზომის მიხედვით. რაც შეეხება ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებას....
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად 17 საბავშვო ბაღი შენდება, ასევე დამატებით 25 საბავშვო ბაღი აშენდება.
მიმდინარე პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილესთან და ხობის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ პირველ ხორგაში გაეცნო. ბაღში სასწავლო პროცესი სექტემბრიდან კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება. მანამდე არსებული ბაღი ავარიული იყო და...
ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა წოწერია გაეცნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 194 495 ლარია გამოყოფილი.
„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩვენ სრულად განვაახლეთ ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი და მუნიციპალიტეტს ახალი, 40 ერთეული ავტობუსი ემსახურება, დასასრულს უახლოვდება ავტოპარკის მშენებლობაც. ჩვენთვის, ჩვენი...
დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე იმფორმაციით, გამგეობამ ამ ეტაპზე, დიღმის მასივსა და დიდუბეში დამატებით ხუთი დაზიანებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაასრულა.
„სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვალა. ასევე, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე.
აღნიშნული სამუშაოები შემდეგ მისამართებზე განხორციელდა: დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-11 კორპუსის...
სამცხე-ჯავახეთს აქვს მართლაც დიდი შესაძლებლობები და საჭიროა კომპლექსური ხედვა რეგიონის განვითარებისთვის, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა კომიტეტის გასვლით სხდომაზე განაცხადა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლის შენობაში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2019-2021 წლებში სამცხე-ჯავახეთში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა და სხდომის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია...
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია პრობლემური უბნების წარმომადგენლების გამოკითხვას განაგრძობს.
დღეს კომისიის წევრების კითხვებს მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები უპასუხებენ. გუშინ კი, გვიან ღამემდე გაგრძელდა ნაძალადევისა და გურჯაანის მე-3 საარჩევნო უბნის კომისიის წევრების გამოკითხვა.
საზოგადოებას კვლავ ექნება შესაძლებლობა სხდომას პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































