2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია პრობლემური უბნების წარმომადგენლების გამოკითხვას განაგრძობს.
დღეს კომისიის წევრების კითხვებს მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები უპასუხებენ. გუშინ კი, გვიან ღამემდე გაგრძელდა ნაძალადევისა და გურჯაანის მე-3 საარჩევნო უბნის კომისიის წევრების გამოკითხვა.
საზოგადოებას კვლავ ექნება შესაძლებლობა სხდომას პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი.