დიდუბეში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

261

დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე იმფორმაციით, გამგეობამ ამ ეტაპზე, დიღმის მასივსა და დიდუბეში დამატებით ხუთი დაზიანებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაასრულა.

„სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვალა. ასევე, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე.

აღნიშნული სამუშაოები შემდეგ მისამართებზე განხორციელდა: დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-11 კორპუსის მიმდებარედ, ლუბლიანას ქუჩის N11-ში, გოგოლაურის ქუჩის N18ა-ში, სტანისლავსკის ქუჩის N12ა-სა და წერეთლის გამზირის N87-ის მიმდებარედ.

სპორტული მოედნების აღდგენა გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „პე ბე“ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 000 ლარი გამოიყო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.