წინა სტატია პუშკინის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიურ კომპლექსზე ვანდალურად გადაღებილ წარწერას რესტავრაცია ჩაუტარდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პუშკინის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიურ კომპლექსზე 19 ივნისს ვანდალურად გადაღებილი წარწერის რესტავრაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დარგის სპეციალისტებთან ერთად უზრუნველყოფს. „დღეს გაცემული ნებართვის საფუძველზე, ძველი გალავნის კარიბჭის კედელში ჩაშენებულ უძველეს არაბულ წარწერიან ქვიშაქვის ფილაზე აღდგენით სამუშაოებს...
შემდეგი სტატია თბილისში პუშკინის ქუჩაზე უძველესი, დაახლოებით, მე-8 საუკუნის არაბული წარწერა ვანდალურად შავად გადაღებეს. ინფორმაცია თავდაპირველად კულტურის სპეციალისტმა ცირა ელისაშვილმა გაავრცელა. ფაქტი დაადასტურა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც. "თბილისში სულ 3 ეპიგრაფიკული არაბულ წარწერიანი ძეგლია ნაპოვნი... 2012 წელს გამოვლინდა პუშკინის ქუჩაზე, ძველ გალავანში ჩაშენებული ლოდის სახით, რომელზეც 6 სტრიქონიანი ამოკაწრული არაბული წარწერაა დატანილი. პირველი 4 სტრიქონი არ იკითხება. ბოლო ორი - ნაწილობრივ....
საქართველოს განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა 34 პროცენტით შემცირდა. მათივე ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვადასხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირებისა და განათლების სისტემაში ჩართვის მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს. როგორც სამინისტროში აცხადებს, უახლესი მონაცემებით, ბენეფიციარებთან სოციალური მუშაკების ინტენსიური მუშაობის, სხვადასხვა უწყების მონაცემთა ბაზების შედარებისა და აღმოფხვრილი შეუსაბამობების შედეგად, ასევე პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის მონაცემების გათვალისწინებით, სკოლის მიღმა დარჩენილ პირთა...
საწოლფონდი მობილიზებული რჩება, თუმცა ივლისის თვიდან გარკვეული დემობილიზაცია დაიწყება, რადგან საწოლების ეს რაოდენობა ამ ეტაპზე, საბედნიეროდ საჭირო აღარ არის, - - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოში 3225 საწოლია თავისუფალი. თამარ გაბუნიამ ვაქცინაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ივლისიდან მილიონ დოზას ელოდება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭყვიშის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამბროლაურის მერის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. „პროექტი, რომლის ფარგლებშიც ასფალტო-ბეტონის საფარი 2 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება, გარდამავალია და მისი ღირებულება 740 000 ლარს შეადგენს. წელს, გზების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ხორციელდება, პარალელურად კი 12 სოფელში საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ადგილობრივ მოსახლეობასაც...
პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, "დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის" შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც წლის ბოლომდე, საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით, შეიმუშავებს ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ სახელმწიფო სტრატეგიას. კომისიასა და სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს და კოორდინაცია გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო. "სამთავრობო კომისიის ამოქმედების მიზანია საერთო ეროვნული პროცესის შექმნა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ერთიანი...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველ დოზაზე იყვნენ ჩაწერილი, შესაძლოა, ალტერნატივის სახით “სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა შესთავაზონ. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ შესაბამის პრობლემაზე საუბრისას განაცხადა. „რადგან გაეროს ბავშვთა ფონდის საშუალებით შემოდის ეს ვაქცინები, ჩვენ ვმუშაობთ „იუნისეფთან“, რომ დაგვიზუსტონ 43 000 ათასი ვაქცინა როდის იქნება მოწოდებული და იმის მიხედვით დავგეგმავთ, მაგრამ შეიძლება იყოს ალტერნატივა - პირველ დოზაზე ვინც იყო...
თელავში ერისთავის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. მათი თქმით, სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია, რის გამოც გზა გადათხრილია და მათ გადაადგილების პრობლემა ექმნებათ. ადგილობრივების განმარტებით, ასევე პრობლემას ქმნის მრავალჯერ გადათხრილი ქუჩა, რომლის რეაბილიტაციაც ბევრჯერ დაიწყეს და დღემდე არ არის დასრულებული. “ამ ქუჩას აპრილიდან აკეთებენ. რამდენჯერმე გადათხარეს, ამის გამო სახლებში ძლივს შევდივართ. ახლა გადათხრილი...
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს დღეიდან შეუძლიათ. საგამოცდო ბარათზე მითითებულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. როგორ ამოვბეჭდოთ საგამოცდო ბარათი? – დეტალური ინსტრუქცია: გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია...
წინა სტატია ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ ღამის კლუბებთან ერთად რა დახმარების შესაძლებლობები არსებობს, ეს ინდუსტრია მართლაც დაზარალებულია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა. მისივე თქმით, ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ამის მოლოდინი იყო. „ძალიან კარგად მესმის, რომ პანდემიის პირობებში ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ ვერ იქნება სრულფასოვანი. ამიტომ შეზღუდვების მინიმალური...
სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის მხარდასაჭერად, ევროკავშირის დაფინანსებით, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოები „სოციალური კოდექსის“ ორწლიანი პროექტის განხორციელებას იწყებენ. ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად გახსნა. მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის წევრებს, საელჩოებსა და პარტნიორი ორგანიზაციების  წარმომადგენლებს „სოციალური კოდექსის“ პრეზენტაცია საფრანგეთის განვითარების სააგენტომ წარუდგინა. „ვინაიდან დღეს არსებული სოციალური სისტემა ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს სათანადო მხარდაჭერას, მასშტაბური...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა კი პირველი ივლისიდან მოიხსნება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა კი პირველი ივლისიდან მოიხსნება, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საბჭოს...
აცრებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს მთავრობასა და ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და კოვაქსის პლატფორმასთან არსებული შეთანხმების საფუძველზე ივლისის თვიდან დაგეგმილია 3 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინის თანდათანობით მოწოდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „კოვაქსის პლატფორმიდან შესყიდული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდებაში შექმნილი დროებითი შეფერხების გამო ვერ ხორციელდება აღნიშნული ვაქცინის პირველ დოზაზე და რევაქცინაციის...
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ პარტიას თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვს. „თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პარტიას მზადება დაწყებული აქვს. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა რეგიონში ადგილობრივ პარტიულ წარმომადგენლობასთან. მზადება დაწყებულია, რაც შეეხება კანდიდატებს, ცოტა მოგვიანებით, ოფიციალურად წარმოგიდგენთ და გაგაცნობთ“, – განაცხადა კალაძემ. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე გაიმართება.
ადგილობრივი თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნების დროს, შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდება საარჩევნო უბნების განთავსებისათვის არანაკლებ 4 შენობა-ნაგებობის ადაპტირება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ჩანაწერი ამის შესახებ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტში აისახება, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით იქნა განხილული. აღნიშნული მოსაზრებით სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი გამოვიდა, რაც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა,...
საარჩევნო კოდექსის მუხლი, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით განსაზღვრულ ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიებას და ვადას ეხება, შეიცვლება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ცვლილების შედეგად, ამ მუხლით გაწერილი რეგულაციებით შესაძლებელი გახდება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზება. ამ ინიციატივით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავდნენ. მოსაზრება კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ