ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭყვიშის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამბროლაურის მერის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
„პროექტი, რომლის ფარგლებშიც ასფალტო-ბეტონის საფარი 2 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება, გარდამავალია და მისი ღირებულება 740 000 ლარს შეადგენს.
წელს, გზების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ხორციელდება, პარალელურად კი 12 სოფელში საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათთან ერთად სოფლის პრიორიტეტებსა და პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.