კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: პუშკინის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიურ კომპლექსზე ვანდალურად გადაღებილ წარწერას რესტავრაცია ჩაუტარდება

503

წინა სტატია

პუშკინის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიურ კომპლექსზე ვანდალურად გადაღებილ წარწერას რესტავრაცია ჩაუტარდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პუშკინის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიურ კომპლექსზე 19 ივნისს ვანდალურად გადაღებილი წარწერის რესტავრაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დარგის სპეციალისტებთან ერთად უზრუნველყოფს.

„დღეს გაცემული ნებართვის საფუძველზე, ძველი გალავნის კარიბჭის კედელში ჩაშენებულ უძველეს არაბულ წარწერიან ქვიშაქვის ფილაზე აღდგენით სამუშაოებს უკვე აწარმოებენ სააგენტოს არქიტექტორ- რესტავრატორი და შპს „იუკონი და კომპანიას“ კონსერვაციის სპეციალისტი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.