გამყრელიძე: ივლისიდან დაგეგმილია 3 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინის თანდათანობით მოწოდება

390

აცრებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს მთავრობასა და ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და კოვაქსის პლატფორმასთან არსებული შეთანხმების საფუძველზე ივლისის თვიდან დაგეგმილია 3 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინის თანდათანობით მოწოდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კოვაქსის პლატფორმიდან შესყიდული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდებაში შექმნილი დროებითი შეფერხების გამო ვერ ხორციელდება აღნიშნული ვაქცინის პირველ დოზაზე და რევაქცინაციის დოზის პირველი აცრიდან 10 კვირამდე პერიოდში, მეორე დოზაზე რეგისტრირებული მოქალაქეების აცრა, მათ მიერ განსაზღვრულ თარიღში, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა თავიანთი აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით უახლოეს პერიოდში მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობა, რაზეც დამატებით განცხადება გაკეთდება. ამასთან ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაჯავშნილი ჰქონდა რევაქცინაცია პირველი დოზიდან 10-12 კვირის პერიოდში შეფერხების გარეშე შეძლებენ აცრა მათ მიერ შერჩეულ თარიღში ჩაიტარონ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.