კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის განსაზღვრული ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც გავრცელდება

706

საარჩევნო კოდექსის მუხლი, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით განსაზღვრულ ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიებას და ვადას ეხება, შეიცვლება.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ცვლილების შედეგად, ამ მუხლით გაწერილი რეგულაციებით შესაძლებელი გახდება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზება.

ამ ინიციატივით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავდნენ.

მოსაზრება კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გაიზიარა.

კანონის მოქმედ რედაქციაში გაწერილი რეგულაცია, ძირითადად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვრცელდებოდა.