თბილისში პუშკინის ქუჩაზე უძველესი, დაახლოებით, მე-8 საუკუნის არაბული წარწერა ვანდალურად შავად გადაღებეს. ინფორმაცია თავდაპირველად კულტურის სპეციალისტმა ცირა ელისაშვილმა გაავრცელა. ფაქტი დაადასტურა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც.
“თბილისში სულ 3 ეპიგრაფიკული არაბულ წარწერიანი ძეგლია ნაპოვნი… [ბოლო] 2012 წელს გამოვლინდა პუშკინის ქუჩაზე, ძველ გალავანში ჩაშენებული ლოდის სახით, რომელზეც 6 სტრიქონიანი ამოკაწრული არაბული წარწერაა დატანილი. პირველი 4 სტრიქონი არ იკითხება. ბოლო ორი – ნაწილობრივ. წარწერა არაბული კალიგრაფიის ქუფურ სტილს განეკუთვნება. ტექსტი გვამცნობს, რომ წარწერა შესრულებულია სალლამ იბნ ჰაბბანის ან ჰაიანის მიერ ჰაჯის მეორე საუკუნეში, ანუ ჩვენი წელთაღრიცხვით მე-8 – მე-9 საუკუნეების მიჯნაზე”, – წერდა ცირა ელისაშვილი სოციალურ ქსელში.