„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ პარტიას თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვს.
„თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პარტიას მზადება დაწყებული აქვს. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა რეგიონში ადგილობრივ პარტიულ წარმომადგენლობასთან. მზადება დაწყებულია, რაც შეეხება კანდიდატებს, ცოტა მოგვიანებით, ოფიციალურად წარმოგიდგენთ და გაგაცნობთ“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე გაიმართება.