თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ინტერაქციულ-გასართობი თამაში, „იპოვე შენი შემდეგი წიგნი“ გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, თამაში, ნებისმიერ ადამიანს, ინდივიდუალურად ესადაგება და კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემის შედეგად, მომავალში წასაკითხი წიგნების სიას სთავაზობს. პროცესი საკმაოდ მარტივია და ნებისმიერ ასაკის ადამიანზეა გათვლილი. ეკრანზე გამოსახული მისალმების ტექსტისა და მოთამაშის ასაკის გარკვევის შემდეგ, პირველ და საბაზისო კითხვაზე სცემთ პასუხს: კითხვის თავდადებული მოყვარული ხართ თუ მხოლოდ მოცალეობის...
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა და 7 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების სისტემა სრულად განაახლა. „ჯივიპის" ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შეიცვლა 5 კმ სიგრძის წყალსადენისა და 2 კმ სიგრძის წყალარინების ამორტიზებული ქსელი. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, საკვანძო ჭები და ჰიდრანტები მოეწყო. „ჯივიპიმ“ სარეაბილიტაციო პროექტში 6.4 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა. ახალი ქსელის...
დიდუბის რაიონში, მეტრეველის ქუჩაზე სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. როგორც გამგეობაში აცხადებენ, დიდუბის რაიონის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, მნიშვნელოვანია ავარიული საცხოვრებელი სახლების კაპიტალური გამაგრების სამუშაოებიც. „დიდუბის რაიონში მიმდინარე წელს უკვე მეშვიდე ავარიული სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ერთ-ერთია მეტრეველის ქუჩის N10-ში მდებარე სახლი, სადაც 17 ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნულ მისამართზე პროექტით გათვალისწინებულია შენობის საძირკველის გამაგრება, ფანჯრებისა და კარის ღიობების ლითონის ელემენტებით მოჩარჩოება. ასევე, არმატურის...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი. აღნიშნული შეთანხმებით პარლამენტში, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა. „საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებითი განხილვა გაიმართა. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაზეც სხვადასხვა მოსაზრებები გვქონდა. მთლიანობაში პროექტთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერებულია. არის მნიშვნელოვანი სიახლე, რაზეც ოპოზიციას დავეთანხმეთ - 40%-იანი საარჩევნო ბარიერი იქნება დადგენილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის. ეს არის დამატებითი სიახლე რაც დღეს...
„საჯარო სექტორში საშუალო მოხელის დასაქმების ტოლფასი გახდა სოფლის მეურნეობაში არაკვალიფიციური მუშის გადასახდელი თანხა, ეს არის სამუშაო დღეში - 50 ლარი, თუ არა 70 და 80, იგივე ატამზე კახეთში და ასე შემდეგ, ძალიან მაღალია მოთხოვნა სოფლის მეურნეობაში ჩვეულებრივ რიგით მუშახელზე, არ არის განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებზე საუბარი,“ - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის „COVID -19...
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის თემატური ტურების პრაქტიკულ სახელმძღვანელოზე მუშაობას აგრძელებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის ტურების პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში 15-მდე პრაქტიკოსი გიდი და დარგის სპეციალისტია ჩართული. სამენოვანი წიგნი ბათუმში არსებული და ახალი, საინტერესო თემატიკის ტურებით, თავისი ელექტრონული რუკებით, მარშრუტზე არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების ფოტოებითა და ინფორმაციებით წლის ბოლოსთვის გამოიცემა. შეხვედრაზე, რომელიც დეპარტამენტში გაიმართა, პროექტში ჩართულმა გიდებმა მათ მიერ შემუშავებული ქალაქის...
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პრევენციის გამო შემოღებული შეზღუდვების - იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო დაჯარიმდნენ, ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისსხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და...
გარემოსდაცვითი პოლიტიკის გასაძლიერებლად, გერმანიის მთავრობამ საქართველოს 24 მლნ ევრომდე მოცულობის გრანტი გამოუყო. საგრანტო ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში კლაუს ფაიგელმა. ხელმოწერის ცერემონიის დაწყებამდე, სტუმრებს მიმართეს და საქართველო-გერმანიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა...
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გერმანული მარკეტინგული კომპანიის ff.k Public Relations ორგანიზებით, ღვინის სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა გერმანულმა მედია ჰოლდინგმა Meininger საუკეთესო ქართული ღვინოების შესარჩევად კონკურსი-დეგუსტაცია ჩაატარა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსში ქართული ღვინის მწარმოებელი 83 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებული საფერავის 152 ღვინო მონაწილეობდა, საიდანაც 55 საუკეთესო შეირჩა. „შერჩეულ ღვინოებზე სტატია უკვე დაიბეჭდა „Meininger“-ის ჟურნალის „Weinwirtschaft“ ივნისის ნომერში....
ვაქცინა რომ არ გვაქვს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, შეიძლება შეფასდეს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევად, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი შექმნილ მდგომარეობას ძალიან კრიტიკულად აფასებს. „იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინა დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომელიც ადამიანებს მძიმე დაავადებებისა და სიკვდილიანობისგან იცავს, როდესაც დღეს არ გვაქვს ვაქცინა ქვეყანაში, რა...
არ გამოვრიცხავ, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე "ქართული ოცნება" კვლავ მარტო დარჩეს ერთპარტიულ პარლამენტში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომ ოპოზიციამ "ქართული ოცნება" პარლამენტში მარტო დატოვოს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს. მისივე თქმით, თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება დადგება, ეს იქნება პარტიის პოლიტსაბჭოზე განხილული გადაწყვეტილება. "ჩვენ ვამბობდით იმას, რომ...
„საარჩევნო კოდექსში“ ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია - შეიძლება არის პატარა საკითხები, რაზეც განსხვავებული აზრი არსებობს, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ცვლილებები, რომელსაც დღეს მეორე მოსმენით განიხილავს პარლამენტი, მინიმუმდე დაიყვანს მანიპულაციის შესაძლებლობას უშუალოდ არჩევნების დღეს. "ყველაზე მთავარი არის ის, რომ შემოდის სავალდებულო 10 პროცენტიანი გადათვლის ვალდებულება მთელი საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა,...
პარლამენტში „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებთან განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დღეს, პლენარულ სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მეორე მოსმენით გავა. მისი თქმით, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია. „კომიტეტში მეორე მოსმენით განხილვამ გვაჩვენა, რომ პრინციპული საკითხები არ არსებობს, რომელიც უკვე არ შეთანხმდა. რა თქმა უნდა, დარჩება საკითხები, რომელიც ვერ შეთანხმდება, მაგრამ...
ტელეკომპანია „მთავარი“ IPSOS-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? - IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 23% "ნაციონალურ მოძრაობას", 8% კი გიორგი გახარიას პარტიას - "საქართველოსთვის". სხვა პარტიების შესახებ მონაცემები კი ასეთია: "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 5% "ევროპული საქართველო" - 3% "ლეიბორისტული პარტია" - 3% "პატრიოტთა ალიანსი" - 3% "ლელო საქართველოსთვის" - 2% "სტრატეგია აღმაშენებელი"...
შპს ,,აჭარის პროექტების მართვის" კომპანიის მიერ გამოცხადებული აუქციონი შედგა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებული ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევისა და რეკლამის განთავსების უფლებით ისარგებლებს, რაც წლიურად 1 მლნ 750 ათას ლარს შეადგენს. მათივე ინფორმაციით, ახალი სახელი სტადიონს 5 წლის განმავლობაში ერქმევა. „აუქციონში გამარჯვებულს მხოლოდ სახელისა და რეკლამის განთავსების უფლებები ექნება და არ იქნება შემხებლობაში სტადიონის მართვასთან. ბათუმის სტადიონის სახელის ფორმულირება მსოფლიოში არსებულ...
პარლამენტი 24 ივნისის პლენარულ სხდომაზე “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს. ამავე პროექტთან დაკავშირებით, სესიის დაწყებამდე, საპარლამენტო სუბიექტებს შორის კონსულტაციების გამართვა იგეგმება. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მაისის ბოლოს მიიღო. საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიახლე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. კერძოდ, არსებულთან შედარებით, 2021 წელს არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფრო მეტად პროპორციული იქნება - თვითმმართველ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ