IPSOS-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, 23% – “ნაციონალურ მოძრაობას”, 8% – გიორგი გახარიას პარტიას – “საქართველოსთვის”

292

ტელეკომპანია „მთავარი“ IPSOS-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? – IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, 23% “ნაციონალურ მოძრაობას”, 8% კი გიორგი გახარიას პარტიას – “საქართველოსთვის”.

სხვა პარტიების შესახებ მონაცემები კი ასეთია:

“გირჩი – მეტი თავისუფლება” – 5%

“ევროპული საქართველო” – 3%

“ლეიბორისტული პარტია” – 3%

“პატრიოტთა ალიანსი” – 3%

“ლელო საქართველოსთვის” – 2%

“სტრატეგია აღმაშენებელი” – 2%

“მოქალაქეები” – 2%

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” – 1%

“დროა” – 1%

“გირჩი” – 1%

“ერთობა, რაობა, იმედი – ერი” – 1%

სხვა – 2%

უარი პასუხზე – 11%

“მთავარი არხის” ინფორმაციით, კვლევა ჩატარებულია “მთავარი არხის” დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ. გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპოდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.